საზეიმო ღონისძიებები წელს საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა. მათი მთავარი მესიჯი იყო #გააზიარეცოდნა და #ესდღეჩვენია.

თბილისში, რუსთაველისა და თავისუფლების გამზირზე ათეულობით საინფორმაციო სტენდი, ფოტოგამოფენა, შემეცნებითი თამაშები და გასართობი ადგილები მოეწყო. აქ შეგეძლოთ ყველაფერი გაგეგოთ პირველ რესპუბლიკაზე და არამხოლოდ. ბევრგან ნახავდით ინფორმაციას სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქართველებზე.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

იქვე იდგა ათეულობით დახლი, სადაც ეროვნული თემატიკის პროდუქცია იყიდებოდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დილის ათი საათიდან ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი ფუსფუსებდა. რიგები იდგა სასუსნავებისა და ნაყინის დახლებთან. უსაქმოდ არ დარჩენილან მხატვრებიც, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა სუპერგმირებს ამსგავსებდნენ ან საქართველოს დროშით უფერადებდნენ ლოყებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ყველა კუთხეში ნახავდით მომღიმარ გამყიდველებს, რომლებიც საქართველოს დროშებს გთავაზობდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ისმოდა მუსიკა, რადიკალურად სხვადასხვა ჟანრის, მაგრამ ყველამ იპოვა თავისი მსმენელი. დღეს რუსთაველზე ისმოდა ტექნო, ქართული ფოლკროლი, უცხოური შოუბიზნესის წარმომადგენელთა ქავერები და საბავშვო სიმღერები.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

განსაკუთრებული ხმაური და ხალხმრავლობა იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან. აქ ათეულობით ანიმატორი ზღაპრის გმირებს აცოცხლებდა და ბავშვებთან ერთად პოზირებდა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

იქ, სადაც 101 წლის წინ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი და სხვა საზოგადო მოღვაწეები იდგნენ, ახლა ფიფქია, კონკია, მეკობრეები და კლოუნები სეირნობდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ ზეიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ობიექტივს სამხედრო სალმით, გაშლილი მხრებითა და ამაყი მზერით ხვდებოდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

წელს თბილისში გასართობი და შემეცნებითი სივრცის ნახვა შეეძლო ნებისმიერი ასაკის პირს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თუმცა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ბავშვები აღმოჩნდნენ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აქ ყველაფერი იყო მათთვის: სათამაშოები, ტკბილეული, მუსიკა და თავისუფლება. ასე აღმოჩნდა ეს დღე მათი.

ისინი ცეკვავდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ხტუნავდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

თამაშობდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ან თამაშის წესებში ერკვეოდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფარიკაობდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ექსპერიმენტებს ატარებდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ახალ ხელობას ეუფლებოდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

იღლებოდნენ და წუწუნებდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

და ქართულ ჯავშანტექნიკას გამძლეობაზე ამოწმებდნენ

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სახალხო ზეიმის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე ახალწვეულები ფიცს დებდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის პირველი პირები, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი და მოწვეული სტუმრები.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დღის პირველ ნახევარში სიცხის მიუხედავად რუსთაველზე ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ძლიერმა წვიმამ, რომელიც სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა ხალხის რაოდენობა შეამცირა. უამინდობას გეგმებზე არ უმოქმედია და ღონისძიებები გაგრძელდა.

17 საათსა და 10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როცა ეროვნულმა ყრილობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ჰიმნი ჩაირთო. ჰიმნის დასასრულს ოვაციებთან ერთად ისმოდა: საქართველოს გაუმარჯოს.