საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ქვეყანაში იზეიმებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე — 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კერძოდ, სხვადასხვა შენობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება, ათეულობით ქალაქში ერთდროულად შესრულდება საქართველოს ჰიმნი, გაიმართება კონცერტები და თემატური კინოჩვენებები.
ეროვნული ჰიმნის შესრულება
უწყების განცხადებით, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10-ზე საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ეროვნულ ჰიმნს შეასრულებენ: ამერიკის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მათ შორის: მალაიზიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, ესპანეთში, თურქეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, დანიაში, ბელგიაში, უნგრეთში, მოლდოვაში, ისრაელში, ბრაზილიაში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, შვედეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სლოვენიაში, საფრანგეთში, უკრაინასა და ლიეტუვაში.
ღისშესანიშნაობების განათება
მათივე თქმით, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ქ. ანკარაში განათდება ანძა და დაიწერება: "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს". ასევე ლიეტუვაში განათდება ვილნიუსის ხიდი, ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობა, ირლანდიასა და სლოვენიაში კი სხვადასხვა შენობები.
გარდა ამისა, ოტავას მერიის შენობაზე აღიმართება საქართველოს დროშა და ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.
საზეიმო ღონისძიებები
ქართული ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად სხვადასხსვა საზეიმო ღონისძიებები მოეწყობა მსოფლიოს ქალაქებში. კერძოდ:
- ესპანეთში ბასიანის კონცერტი და ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა;
- შვეიცარიაში ქართველი პიანისტის თამარ ბერაიას კონცერტი;
- ირანში ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება;
- საფრანგეთში, ლევილში საზეიმო კონცერტი;
- ბერლინის მერიის ისტორიულ შენობაში გერმანიაში მოღვაწე ქართული ეთნო/ჯაზ ბენდის გეოთრეინის კონცერტი;
- აშშ-ში ანსამბლ სულიკოს კონცერტი;
- ჩინეთში საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენება;
- ავსტრალიაში ადგილობრივი გუნდის Wordly Goods კონცერტი, რომელიც ქართულ სიმღერებს შეასრულებს;
- პოლონეთში ვარშავის ფილარმონიაში თბილისის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს;
იტალიაში ჩატარდება ქართული კინოს ფესტივალი; - უნგრეთში ადგილობრივი მომღერლები (მათ შორისაა თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული შ. ბოლიკი) შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს;
- არგენტინაში ქ. ბუენოს-აირესში თბილისის სახელობის მოდენის თბილისი - პლაზას ინაუგურაცია გაიმართება, მოეწყობა ფოტო-გამოფენა და საქართველოს ჰიმნს შეასრულებს არგენტინის ფედერალური პოლიციის სიმფონიური ორკესტრი;
- სლოვენიაში ნაჩვენები იქნება Georgia Made By Characters, Discover Georgia და გაიმართება გამოფენა თემაზე: საქართველოს 30-წლიანი გზა დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ;
-
სლოვაკეთში დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სოპრანო იანო ალიბეგაშვილი.
უწყების განცხადებით, საზეიმო ღონისძიებებით ასევე აღინიშნება აზერბაიჯანში, ქ. ფრანკფურტში, ჩეხეთში, პორტუგალიაში, ბელარუსში, პანამაში, რუმინეთში ეგვიპტეში, კვიპროსში, ნიდერლანდებში, ქ. ჟენევაში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ქ. ოდესაში, ლატვიაში, სომხეთსა და საბერძნეთში. მათი თქმით, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება ავსტრიაში, ისრაელში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ირლანდიაში, იორდანიასა და უზბეკეთში, რომელთაც ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები უკვე გაიმართა ქ. ნიუ-იორკში, დანიაში, კატარში, სამხრეთ აფრიკაში, ქ.ოდესაში, ქ. სალონიკში, თურქმენეთსა და ბულგარეთში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები