დღეს თბილისში ქუჩის მანიშნებლებზე შეცვლილი სახელებით დამზადებული აბრები ეკიდა, რომელმაც ადამიანების ყურადღება მიიქცია.

კოტე მარჯანიშვილის ქუჩას ქართული სინთეზური თეატრის დამაარსებლის ქუჩა ეწერა

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩას ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის ქუჩა

იაკობ გოგებაშვილის ქუჩას დედა ენის ავტორის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ქუჩას კი ქვეყნის აღმშენებლად წოდებული მეფის ქუჩა

ჯერჯერობით უცნობია რასთან არის დაკავშირებული ქუჩის აბრებზე სახელების ცვლილება. დარჩება თუ არა ქუჩებს ეს სახელები? — ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გავიგებთ.