მამუკა ბახტაძე

10 May. 2019, 12:34

ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა.

მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, იქნება, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს.

ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს.

განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. მე დღეს მაქვს პატივი, მივმართო საზოგადოებას, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის განათლების ფასი და ის, რომ სწორედ განათლებაშია საქართველოს ერთადერთი წარმატება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…