მარნეულის მუნიციპალიტეტში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს ცნობით, სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 50 სული მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაიხოცა.

უწყების განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. სააგენტოში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.