სადისტრიბუციო კომპანია გაგრა პლუსმა (გაგრა +) ქართულ ოცნებას ბოლო ოთხ წელში 340 ათასი ლარი შეწირა. ამავე პერიოდში კომპანიამ დამატებით დააფინანსა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი, ახლა უკვე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 100 ათასი ლარით.

ადამიანმა, რომელიც On.ge-ს კომპანიის დირექტორის, შოთა კარანაძის სახელით ესაუბარა, იცრუა და თავდაპირველად, უარყო, რომ მმართველი პარტიის დამფინანსებელია. მოგვიანებით, დამაზუსტებელმა კითხვამ კი გააღიზიანა და ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

"ხელს ნუ გვიშლი მუშაობაში... არკვიე შენი საქმე", — აღნიშნა კარანაძემ მმართველის პარტიის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.