როგორ შეცვლის კაცობრიობის მომავალს გლობალური კატასტროფები
გლობალური საფრთხეები, როგორებიცაა ბირთვული ომი, პანდემია თუ ხელოვნური ინტელექტის გაბატონება, შეიძლება, კაცობრიობის მომავლისათვის იმაზე სერიოზული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
როგორი იქნებოდა დღევანდელი სამყარო მეორე მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტი რომ არ მომხდარიყო? როგორ წარიმართებოდა იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ამ მოვლენებს შეეწირენ? ეყოლებოდათ შთამომავლები? რას შემატებდნენ ისინი თანამედროვეობას? ამ კითხვებზე პასუხებს ვერასოდეს გავიგებთ, თუმცა მსგავსი მასშტაბის ტრაგედიები მომავალში თუ კიდევ მოხდება, მათი შედეგების პროგნოზირება დღესვე შეგვიძლია.
ადამიანები კატასროფის შედეგებზე ფიქრისას, როგორც წესი, მხოლოდ იმ დაკარგულ სიცოცხლეებსა და ზიანს იხსენებენ, რომელიც ტრაგედიას უშუალოდ მოჰყვა. 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა მეორე მსოფლიო ომს, 15 მილიონი - პირველ მსოფლიო ომს, დაახლოებით 160 ათასი ადამიანი ემსხვერპლა 2010 წლის მიწისძვრას ჰაიტიზე. ეს სტატისტიკური მონაცემები ჩრდილავს იმ ხანგრძლივ უარყოფით ეფექტებს, რაც კატასტროფებს მოჰყვება ხოლმე; მაგალითად, იმას, რომ ბევრი ადამიანი სამყაროს ვეღარც კი მოევლინება ან იმას, რომ დედამიწა ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ რთულია მსგავსი შედეგების აღწერა, მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ.
მართლაც, თუ დაკვირვებით გადავავლებთ თვალს წარსულს, ვნახავთ, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით დიდი მასშტაბის კატასტროფა მსოფლიო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოველენათა შორისაა. 66 მილიონი წლის წინათ ცარცულ-პალეოგენური გადაშენების შედეგად დინოზავრებისგან გათავისუფლებულ დედამიწაზე ისეთი მცირე ზომის ძუძუმწოვრებისათვის გაჩნდა ადგილი, როგორიც ადამიანია. ამ მოვლენაზე ბევრად უფრო ადრე, 2.5 მილიარდი წილის წინათ მომხდარმა ჟანგბადის კატასტროფამ ანაერობული სიცოცხლე გაანადგურა და დასაბამი მისცა იმ ორგანიზმების არსებობას, რომლებიც ჟანგბადს ვსუნთქავთ. ეს და სხვა მსგავსი კატასტროფები რომ არა, ადამიანი და ბევრი თანამედროვე სახეობა ვერც კი იარსებებდა.
სეტ ბაუმი და მისი კოლეგები, რომლებიც გლობალურ კატასტროფათა რისკებს შეისწავლიან, თვლიან, რომ ოცდამეერთე საუკუნის მთავარ პრიორიტეტს მსგავს მოვლენათა თავიდან აცილება უნდა წარმოადგენდეს.
ადამიანის უკონტროლო ქმედებებმა ჩვენი ერა დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პერიოდად აქცია. და თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რომელიც კატასროფის შედეგებს ჩვენს სახეობაზე ექნება, მათი თავიდან აცილება არა მხოლოდ თანამედროვე ადამიანების სიცოცხლეს შეინარჩუნებს, არამედ ჩვენს მომავალს, ჩვენი ცივილიზაციის პოტენციურ განვითარებასა და მილიარდობით შთამომავლის დაბადების შანსებსაც განსაზღვრავს.
რაღაც გაგებით, კაცობრიობის გავლენის ზრდა პლანეტაზე იმ ორგანიზმთა რაოდენობის სწრაფ მომატებას ჰგავს, რომლებმაც ჟანგბადის კატასტროფა გამოიწვიეს. ეს მიკროორგანიზმი, ციანობაქტერია, იყო პირველი, რომელმაც ფოტოსინთეზისათვის წყალი გამოიყენა. ფოტოსინთეზი წყალს მოლეკულურ წყალბადად და ჟანგბადად ჰყოფს. ციანობაქტერიის მიერ წარმოებული ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროში იმდენად გაიზარდა, რომ ის ორგანიზმები გაანადგურა, რომლებსაც არ შეეძლოთ ჟანგბადოვან გარემოში არსებობა.
ციანობაქტერიათა მსგავსად, ადამიანებიც პირველები იყვნენ, ვინც გარემოს რადიკალური გადასხვაფერება დაიწყეს - ამჯერად მეცნიერების, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების გზით. პროგრესის მსგავსი მასშტაბითა და ტემპით სვლა უამრავი სახეობის ცხოველისა და მცენარის განადგურებას იწვევს. და თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ეს, შეიძლება, ჩვენივე სიკვდილის მიზეზიც გახდეს.
ადამიანთა მიერ გამოწვეულ კატასტროფათა რისკებს განეკუთვნება ატომური იარაღები, გლობალური დათბობა, ეკოლოგიური დაბინძურება, ბიოტექნოლოგიურად შექმნილი პათოლოგიებით გამოწვეული პანდემიები, ჩვენი კონტროლისგან თავდაღწეული ხელოვნური ინტელექტი და სხვა მრავალი საფრთხე. ამ ჩამონათვალს სიაზე მეტად, შეიძლება, ურთიერთდაკავშირებულ რისკთა ქსელი ეწოდოს. მაგალითისთვის, გლობალურ დათბობას შეუძლია, ცივილიცაზიის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც სხვა კატასტროფებთან გამკლავების უნარს დაგვიქვეითებს. ამ ყველაფერს თან ისეთი ბუნებრივი კატასტროფების მუდმივი რისკი ერთვის, როგორებიცაა ასტეროიდები და ვულკანები. სავარაუდოა, რომ ერთ დროს სწორედ მსგავსი ბუნებრივი კატაკლიზმების კომბინაციამ გამოიწვია დინოზავრების გადაშენება.
უმეტეს შემთხვევაში რთულია განსაზღვრო, რა შემდგომი ეფექტები ექნება კაცობრიობაზე ამა თუ იმ გლობალურ კატასტროფას. დღესდღეობით დედამიწის თითქმის მთლიან ტერიტორიაზე 7.6 მილიარდი მოსახლეა გადანაწილებული და ნათელია, რომ ადამიანი კარგად ახერხებს სხვადასხვა გარემო-პირობასთან შეგუებას. არსებობს იმის შანსი, რომ კაცობრიობის სულ მცირე ნაწილი მაინც გადაურჩება გლობალურ კატასტროფას. მაგრამ რამდენად კარგად შეძლებენ გადარჩენილები ახალ პირობებთან შეგუებას, ეს ჩატარებული კვლევის მიუხედავად, ჯერ კიდევ დიდ გამოცანად რჩება.
მსგავსი კვლევების მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორი შეიძლება იყოს ადამიანთა შთამომავლების ცივილიზაცია მილიონობით, მილიარდობით, თუნდაც ტრილიონობით წლის შემდეგ. მართალია, იმის წინასწარმეტყველება, თუ ზუსტად რა სახის იქნება კაცობრიობის ცივილიზაცია ასეთი ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ, წარმოუდგენელია, თუმცა ზოგადი დასკვნების გამოტანა მაინც შეგვიძლია.
თუკი კაცობრიობა კატასტროფებს თავიდან აიცილებს ან მათ გადატანას წარმატებით გაართმევს თავს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაპყრობილი კოსმოსითა და ცხოვრების სტილის გარდამქმნელი ტექნოლოგიებით გამდიდრებულ ნათელ მომავალს შევქმნით. მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებთ და კატასტროფით გამოწვეული ზიანი აუნაზღაურებელი იქნება, ის სამუდამოდ გაანადგურებს ადამიანთა ცივილიზაციას. ასეთი სცენარის შემთხვევაში, ადამიანთა მცირე ნაწილიც რომ გადარჩეს, დიდი შანსია, რომ კაცობრიობამ დღევანდელი დონის განვითარებასაც კი ვეღარასოდეს მიაღწიოს. როგორც ქვედა გრაფიკზეა ნაჩვენები, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დარგებია, რომელთა სწრაფი აღდგენაც კაცობრიობისთვის უპირველესი საჭიროების მქონე იქნება.
იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ შეუძლია კატასტროფას კაცობრიობის მომავლის შეცვლა, წარმოვიდგინოთ ისეთი ბირთვული ომი, რომელშიც ჩართული იქნება ბირთვული შეიარაღების მქონე ყველა ქვეყანა - ჩინეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, დიდ ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ასეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყება თითქმის წარმოუდგენელია. მეტად სავარაუდოა, რომ ომი დაიწყოს რუსეთსა და ამერიკას შორის, რომლებიც მთელს მსოფლიოში არსებული ბირთვეული არსენალის 90%-ს ფლობენ. მაგრამ მსჯელობისთვის ბირთვული ომის ყველაზე ცუდი ვარიანტი ავიღოთ.
მოვლენათა ყველაზე დრამატული განვითარების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს უდიდესი ნაწილი, სავარაუდოდ, მაშინვე არ განადგურდება. აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებიც ბირთვული შეიარაღების მქონე რომელიმე სახელმწიფოს არც ახლო მოკავშირეები არიან და არც - პირდაპირი მოწინააღმდეგეები, თავდაპირველ ბირთვულ აფეთქებას დიდი ალბათობით გადაურჩებიან. ასევე, შეიძლება, დასაბომბად მიზანში ამოღებულ ქვეყანაშიც კი, სამხედრო ბაზებისა და აფეთქებული ქალაქებისგან მოშორებით მცხოვრები ხალხიც გადაურჩეს სიკვდილს.
გადარჩენილებისთვის მსოფლიო მყისიერად შეიცვლება. სოციალურ და პოლიტიკურ აშლილობასთან ერთად, ეს საზოგადოება ბევრ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკლისსაც მიიღებს. გლობალური მომარაგების სისტემა მაღალეფექტიანი მხოლოდ ნორმალურ პირობებშია, სულ მცირე დარღვევებსაც შეუძლია მისი მწყობრიდან გამოყვანა. იმ პირობებში კი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ეს დარღვევები მცირე ნამდვილად არ იქნება. რამდენიმე კვირაში, ან შეიძლება დღეშიც კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადარჩენილი ადამიანები სამომხმარებლო საქონლის, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ნაწილებისა და სხვა საარსებოდ საჭირო რესურსების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდებიან.
სულ მალე ეკოლოგიური პრობლემებიც იჩენს თავს. ატომური აფეთქებები ისეთი ძლიერია, რომ მათ შედეგად წარმოქმნილი მტვერი და ფერფლი სტრატოსფერომდე აღწევს. სტრატოსფერო ატმოსფეროს მეორე ფენაა და პოლუსების ზედაპირიდან შვიდი კილომეტრით, ეკვატორიდან კი ოცი კილომეტრითაა დაშორებული. სტრატოსფერო ღრუბლების მაღლა მდებარეობს, ამიტომ ის ნივთიერებები, რომლებიც ამ ფენაში ხვდება, წვიმასთან ერთად არ ჩამოირეცხება. სანაცვლოდ, ეს ნივთიერებები რამდენიმე თვეში დედამიწის გარშემო განეფინება და იქ რამდენიმე წელი რჩება. ეს ფენა ხელს შეუშლის მზის სხივების ატმოსფეროში შემოღწევასა და დედამიწის გაგრილებას და, ამასთან, ნალექების რაოდენობასაც შეამცირებს. ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაზე მიიტანს დარტყმას.
გლობალური ატომური ომის შემთხვევაში ადამიანთა დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი, და, შესაძლოა, უშუალოდ ომზე მნიშვნელოვანი მიზეზი საკვების ნაკლებობა იქნება. თუმცა ადამიანთა ნაწილი ამასაც გადაურჩებოდა, რადგან საკვების არსებული მარაგები ხალხის გარკვეულ ნაწილს იქამდე დააპურებდა, სანამ ცა მტვრისა და ფერფლისგან გაიწმინდებოდა. დამატებითი საკვების მოყვანას კი ხელოვნური განათებისა და სხვა წყაროების მეშვეობით შეძლებდნენ, თუ, რა თქმა უნდა, ამისათვის საჭირო მარაგები ომს გადაურჩებოდა.
გლობალური შიმშილობისა და დამანგრეველი ომის კომბინაცია თანამედროვე ცივილიზაციისთვის დიდი წნეხი იქნება. არსებობს იმის შანსი, რომ გადარჩენილებმა ასე თუ ისე შეუცვლელი სახით შეინარჩუნონ ცხოვრების ისეთი სტილი, როგორიც ახლა გვაქვს. მაგრამ ყველა იმ ზეწოლის გათვალისწინებით, რომელსაც გადარჩენილები გადააწყდებიან, გასაგები იქნება, თუ ჩვენი ცივილიზაცია არსებობას შეწყვეტს, როგორც ეს ადრეული ეგვიპტისა თუ აღდგომის კუნძულის ცივილიზაციების შემთხვევაში მოხდა.
ატომურ ომსა და შიმშილობას შორის კავშირი იმის მაჩვენებელია, რომ კატასტროფები ხშირად ურთიერთდაკავშირებულია. ის შედეგები, რომელიც ერთმა კატასტროფამ შეიძლება გამოიწვიოს, ამ მოვლენის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ატომური ომი უბრალოდ ატომური ომი არ არის: ეს ასევე ეკონომიკური რეცესია და სოფლის მეურნეობის ჩავარდნაცაა. რამდენად კარგად გაუმკლავდება მას ჩვენი ცივილიზაცია, შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ წინასწარვე რამდენად დასუსტებული ვიქნებით გლობალური დათბობისა და სხვა ეკოლოგიური დეგრადაციათა შედეგად. ბირთვულ ომს შეუძლია ისეთი დამატებითი კატასტროფები გამოიწვიოს, როგორიცაა სახალხო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დასუსტების შედეგად გაჩენილი პანდემია ან გეოინჟინერიის ჩავარდნა, რაც კლიმატის სწრაფ ცვლილებებს გამოიწვევს. მოვლენების განვითარების ასეთ სცენარს მეცნიერები ორმაგ კატასტროფას უწოდებენ.
კატასტორფებს შორის არსებულ კავშირთა გამო, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთობლიობაში შევისწავლოთ. იმაზე მარჩიელობა, თუ რომელია ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი რისკი, არასწორი მიდგომაა, რადგან ჩვენ ურთიერთდაკავშირებულ კატასტროფათა შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ. სეტ ბაუმმა და მისმა კოლეგემბა ამ რისკების ყველაზე ეფექტიანად შესაწავლისთვის ინტეგრირებული შეფასების კონცეპტი შეიმუშავეს.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კატასტროფაზეა საუბარი, მთავარი კითხვა მაინც ყოველთვის ესაა: რა მოხდება შემდეგ? კაცობრიობის გადაშენების შემთხვევაში პასუხი მარტივია: ყველა დავიხოცებით. მაგრამ თუ ხალხის ნაწილი მაინც გადარჩება, პასუხის პოვნა გაცილებით დეტალურ მსჯელობას მოითხოვს.
თუ ცივილიზაცია შეწყვეტს ფუნქციონირებას, გადარჩენილებს საკუთარი თავების იმედად მოუწევთ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. დღესდღეობით ადამიანთა უმრავლესობა ურბანულ სივრცეებში სახლობს და მათთვის რთული იქნება საკვები პროდუქტის საკუთარი ხელით მოყვანა. ირონიულია ის ფაქტი, რომ ყველაზე შეძლებული ადამიანები პოსტ-კატასტროფულ სამყაროში მიწაზე მომუშავე გლეხები იქნებიან, ანუ ისინი, ვინც დღეს საზოგადოების ყველაზე ღარიბ ფენად მიიჩნევა.
პოსტ-კატასტროფულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გამრავლების პრობლემა იქნება. იმისათვის, რომ ახალი თაობების შექმნა შესაძლებელი გახდეს, გადარჩენილთა მოსახლეობა შედარებით მრავალრიცხოვანი და მჭიდროდ დასახლებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამინები ნელ-ნელა გადაშენდებიან. მეცნიერების ვარაუდი იმაზე, თუ რამდენია საკმარისი გენეტიკურად სიცოცხლისუნარიანი მოსახლეობის შესანარჩუნებლად, 150 ადამიანიდან 40,000-მდე მერყეობს. რაც უფრო ხელსაყრელია საცხოვრებელი პირობები, მით უფრო ნაკლები ადამიანია საჭირო წარმატებით გამრავლებისათვის.
პოსტ-კატასტროფულ სამყაროში სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც იჩენდა თავს. მაგალითად, ყველაზე ხელმისაწვდომი წიაღისეული საწვავები და სხვა რესურსები დედამიწაზე უკვე ამოწურული და გამოყენებულია. ზოგიერთი საწარმოო დამაბინძურებლის მოქმედება კი მაინც წლობით გაგრძელდებოდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ ქალაქები ისეთი გამოყენებადი მატერიალების მდიდარ წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორიც ფოლადია. ასევე, ენერგიის ისეთი წყაროები, როგორებიც ქარი და წყალია, ხელმისაწვდომი და შედარებით ადვილად მოსაპოვებელი დარჩება.
ჯერ არმომხდარ კატასტროფებთან გამკლავებისთვის გეგმების შემუშავება, შეიძლება, დღეს მეტად აბსტრაქტული და არააქტუალური ჩანდეს. თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ იმ ნაბიჯებმა, რომელთაც ახლა ვდგამთ, შორეულ მომავალში ადამიანთა ცივილიზაციის განვითარების კურსზეც კი შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა. უკვე დღეს წყდება, ვინ მოიპოვებს სიცოცხლის შანსს და როგორი იქნება მისი ცხოვრება.
ამ ყველაფრის მერე, მართლაც საინტერესოა, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი სამყარო, ჰოლოკოსტი და მეორე მსოფლიო ომი თავიდან რომ აგვეცილებინა. სავარაუდოდ, იმ სამყაროში ბევრი ის ადამიანი ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებით იცხოვრებდა, რომლებიც დღეს არ არსებობენ. რასაკვირველია, წარსულში დაბრუნება და მოვლენების შეცვლა არ შეგვიძლია. მაგრამ, სამაგიეროდ, მოსალოდნელ კატასტროფათა თავიდან აცილების უნარი შეგვწვევს; განსაკუთრებით ისეთების, რომელთა შედეგებსაც ხანგრძლივი ეფექტი ექნებათ ადამიანთა ცივილიზაციაზე. უსაფრთხო მომავლისთვის ზრუნვა თუნდაც მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ღირს, რომლებიც ჯერ არც კი დაბადებულან.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები