სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიის მეთაურს საკუთარი პენისის ჩვენებას სთავაზობს
ფოტო: ნიკოლ ფაშინიანი და გარეგინ II/ ოფიციალური ფოტო
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეკლესიის მეთაურს, გარეგინ II-ს, საკუთარი პენისს ჩვენება მას შემდეგ შესთავაზა, რაც ერთ-ერთმა მღვდელმა ის წინადაცვეთაში დაადანაშაულა.
მამა ზარეჰ აშურიანმა ფაშინიანი წინადაცვეთაში ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადანაშაულა და იუდასაც შეადარა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ფაშინიანი ქრისტიანი არ არის.
"ვფიქრობ, რომ ჩვენმა წმინდა სამოციქულო ეკლესიამ დაუყოვნებლივ უნდა განიწმინდოს იმ ცრუ "მორწმუნეებისგან", რომლებიც ერის მოღალატეები არიან, შეურაცხყვეს წინაპართა მეხსიერება, დაარღვიეს ნათლობის აღთქმა და წმინდა ჯვრის ბეჭედი წინადაცვეთის ნიშნით შეცვალეს," — დაწერა აშურიანმა.
მან ასევე მოუწოდა ფაშინიანს, დაესახელებინა სულიერი მოძღვრის სახელი, თუ ეს იუდა არ იყო, და დაამატა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრს სურს "გადაუსწროს თავის სულიერ წინაპარს, იუდას". აშურიანმა ფაშინიანს "იჯევანის იუდა" — მისი დაბადების ადგილის გამო უწოდა.
სამშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ფაშინიანმა კვლავ მიმართა გარეგინ II-ს მისი ერისკაცობის სახელით და განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ქტრიჟ ნერსისიანი და მისი წარმომადგენელი (მამა აშურიანი) და წინადაცვეთასთან დაკავშირებით საპირისპირო დაამტკიცოს.
ფაშინიანმა შეკითხვა გარეგინ II-ს კიდევ ერთხელ დაუსვა — "და მიეცით საშუალება საბოლოოდ უპასუხოს შეკითხვას: დაურღვევია თუ არა უქორწინობის აღთქმა? ჰყავს თუ არა შვილი?"
ამ დროისთვის, ეს არის სომხეთის მთავრობისა და ეკლესიის შორის ბოლო კვირებში მიმდინარე დაპირისპირების ბოლო ეტაპი.
ფაშინიანსა და ეკლესიას შორის დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ფაშინიანმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ ეკლესიები "საწყობებად" იქცა და რომ სასულიერო პირები თავიანთ უბიწოების აღთქმას არღვევენ. ასევე, ფაშინიანმა გარეგინ II შვილის ყოლაში დაადანაშაულა.
ფაშინიანის თქმით, მან ეს საკითხი იმიტომ წამოჭრა, რომ როგორც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მორწმუნემ დაინახა "სულიერი უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხე", ხოლო როგორც პრემიერმინისტრმა – "ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხე".
ფაშინიანის ბრალდებების შემდეგ, მთავრობასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გარეგინ II-ის სავარაუდო შვილის ფოტო და სახელი გაავრცელეს.
საეკლესიო გადატრიალება?
სამშაბათს, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა მედიაპლატფორმამ Civic.am-მა, რომელიც დაკავშირებულია მმართველ პარტია სამოქალაქო ხელშეკრულებასთან, გამოაქვეყნა შვიდგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც, მათი მტკიცებით, წარმოადგენს "ოპოზიციის გადატრიალების გეგმას".
გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, გადატრიალებისათვის განსახილველ "ადამიანურ რესურსებად" მითითებულია: ეკლესია, ახლახან დაკავებული სომხური წარმოშობის რუსი მეწარმე სამველ კარაპეტიანი, ოლიგარქი გაგიკ წარუკიანი, ყოფილი პრეზიდენტები რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი, აგრეთვე მთიანი-ყარაბაღელი სომხები და სხვები.
სამველ კარაპეტიანს, რომელიც ეკლესიისთვის მხარდაჭერის გამოცხადების გამო, სომხეთის მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ძალაუფლების უზურპაციისკენ მოწოდებაში დაადანაშაულეს, ივნისის დასაწყისში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სამშაბათს კარაპეტიანი არმავირის ციხიდან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში გადაიყვანეს.
Civic.am-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია ფაშინიანისა და მისი მჭიდრო მოკავშირეების ეკლესიიდან განკვეთის გეგმებზე.
დოკუმენტის თანახმად, პროცესების კულმინაცია 21 სექტემბერს, სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს უნდა მომხდარიყო.
OC Media დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს დოკუმენტის ავთენტიკურობას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება.
საქართველოში OC Media-ის პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები