GGU ჯგუფმა ლონდონში EMEA Finance-ის ორი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ფოტო: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
2025 წლის 18 ივნისს, ლონდონში, ბრიტანული იურიდიული საზოგადოების (The Law Society) ისტორიულ შენობაში, EMEA Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საპატიო ჯილდოები გადაეცა რეგიონში წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ ფირმებს, კომპანიებსა და პროქეტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რეგიონში ინფრასტრუქტურისა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაში.
თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ Georgian Global Utilities (GGU) EMEA Finance-ის 2024 წლის მიღწევებისა და პროექტების დაფინანსების საერთაშორისო დაჯილდოვებებზე ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა:
- საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
”Aqualia-სთვის ეს ორი ჯილდო მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ კომპანია, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში განაგრძობს განვითარებას და ზრდის საინვესტიციო შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ მდგრადობისკენ მიმართულ პროექტებზე მუშაობა და უზრუნველვყოთ მათი გრძელვადიანი გაგრძელება. ჩვენი პროექტი საქართველოში გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე და მისი წარმატებისთვის აუცილებელია საკმარისი ფინანსური რესურსებისა და ინვესტირების შესაძლებლობების არსებობა. საქართველოს წყალმომარაგების განვითარების გენერალური გეგმა ძალიან მასშტაბურია, და სწორედ ამ სახის დაფინანსება გვიქმნის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ძირითადი ინდიკატორების კიდევ უფრო გაუმჯობესება შევძლოთ.” —სანტიაგო ლაფუენტე პერეს ლუკასი, FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
“ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის დიდი აღიარება, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ დიდი ძალისხმევა გვჭირდება საამისოდ, რომ საქართველოს წყალმომარაგების პროექტი წარმატებით განვახორციელოთ და დაგეგმილ მიზნებს მივაღწიოთ. Aqualia-სთვის საქართველოს წყლის სექტორის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა და ეს ჯილდოც ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ჩვენი საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისთვის. მსგავს პროექტებს სოლიდური ფინანსური რესურსები სჭირდება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოვახერხეთ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის მოზიდვა, ჩვენი, მადრიდისა და თბილისის გუნდების მჭიდრო თანამშრომლობის დამსახურებაა.” — ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე,FCC Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.
GGU ჯგუფმა EMEA Finance-ის პრესტიჟული ჯილდოები 2024 წლის ივლისში 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების წარმატებული გამოშვებასა და განთავსებას უკავშირდება, გარიგებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ისე წყალმომარაგების სექტორის მდგრად გაუმჯობესებაში.
“მწვანე ობლიგაციებით მოზიდული რესურსები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მყარი საფუძველი მომდევნო წლების გეგმებისთვის. ეს დაფინანსება GGU-ს მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით — მათ შორის ქსელის ეფექტიანობის ზრდის, სათავე ნაგებობების მოდერნიზებისა და მომსახურების ისეთი ტექნიკური გადაწყვეტების დანერგვაში, რომლებიც ენერგომოხმარების კუთხით უფრო ეფექტიანია. გასაკეთებელი ბევრია, ინვესტიციებიც სოლიდურია, მაგრამ ჩვენი მიზანია GGU ჯგუფის ამჟამინდელი მდგომარეობა დავაახლოოთ იმ სტანდარტებთან, რომლებიც უკვე წარმატებით გვაქვს დანერგილი სხვა ქვეყნებში.” — ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი.
“ეს აღიარება ჩვენთვის, პირველ რიგში, ნიშნავს ჩვენი ობლიგაციების მფლობელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხარდაჭერასა და ნდობას. საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები — EBRD, IFC, ADB, DEG და სხვა ინვესტორები ხედავენ პროექტის დიდ პოტენციალს საქართველოში, და, ასევე, აფასებენ კომპანიის ძლიერ მხარეებსა და პროფესიონალურ შესაძლებლობებს. ეს ჯილდოები ხაზს უსვამს ჩვენი ხედვის მხარდაჭერას, რაც გულისხმობს მწვანე პროექტების მეშვეობით საქართველოს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზებას და მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას.” — ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი, gwp-ს გენერალური დირექტორი.
დაჯილდოვების ღონისძიებას ლონდონში ესწრებოდნენ FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი - სანტიაგო ლაფუენტე პერეზ ლუკას; რეგიონალური დირექტორი - ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე; ფინანსური დირექტორი - ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი; gwp-ს გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი; GGU-ს მრავალწლიანი პარტნიორი და წამყვანი ინვესტორი EBRD და სხვა მოწვეული სტუმრები.
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი გახვეული იყო კორუფციაში და გუნდი მასზე გაბრაზებულია
გადახედვა
კომენტარები