შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ლიბერთი ბანკის ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან შვიდ წლამდე.