შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელიც ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს ფულს სძალავდა. უარის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებით, ქონების განადგურებით და კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223¹ მუხლის პირველი და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობასა და გამოძალვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.