ვინ უნდა მართოს ფილარმონია
ფოტო: თბილისის საკონცერტო დარბაზ
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ითხოვს, რომ თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სამართავად სსიპ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს გადაეცეს. ორკესტრის წევრებმა შესაბამისი წერილით პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და კულტურის მინისტრებს მიმართეს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ წლებია ორკესტრს მუდმივი შენობა არ გააჩნია.
სიმფონიური ორკესტრის თხოვნა ეყრდნობა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქონების მართვის სააგენტომ საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ფინანსური დავალიანების გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა. სიმფონიური ორკესტრის თხოვნას კულტურის სამინისტროში კრიტიკით შეხვდნენ.
შეწყვეტილია თუ არა კონტრაქტი
თბილისის საკონცერტო დარბაზი, იგივე ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს ინტერნეიშენალ ივენთს 2007 წელს გადაეცა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე კომპანიას სახელმწიფოს მიმართ მართვის საზღაურისა და პირგასამტეხლოს სახით 3 115 146 ლარისა და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება.
შპს ინტერნეიშენალ ივენთსის ერთ-ერთი მეწილე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე იყო. მას შემდეგ, რაც 2014 წელს გიორგაძე კულტურის მინისტრი გახდა მან კომპანიის წილები დატოვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აცნობა კომპანიას, რომ ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის გამოყენებით კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად შეწყვეტდა. თუმცა საიასაც და On.ge-საც სააგენტოში უთხრეს, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსთან ხელშეკრულება არ გაწყვეტილა.
ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული წერილით მათ კომპანია მხოლოდ გააფრთხილეს. მათივე თქმით, ამ ეტაპისთვის იმ მიზეზების ობიექტურობას სწავლობენ, რის გამოც შპს ინტერნეიშენალ ივენთსი ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
ამავე დროს საიაში ამბობენ, რომ იურიდიულად შპს ინტერნეიშენალ ივენთსთან ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვრიდან შეწყვეტილია:
"შესაძლოა, ამ პროცესში ადგილი ჰქონოდეს გარკვეულ არაფორმალურ კომუნიკაციას, რომლის მიზანსაც თბილისის საკონცერტო დარბაზის, შპს ინტერნეიშენალ ივენთსის მართვაში დარჩენა წარმოადგენს", — ამბობენ საიაში.
თვითონ მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ ხელშკერულების ვალდებულებების შესრულებას ვერ შეაფასებს და განმარტავს, რომ ბოლო ხუთი წელია კომპანიის საქმიანობაში არ მონაწილეობს.
ფილარმონიის დარბაზი სიმფონიურ ორკესტრს
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სსიპ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დაქვემდებარებაშია. ორკესტრი წლებია უსახსრობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მუდმივი დარბაზის არქონა ბევრ პრობლემას ქმნის.
"გთხოვთ, დაუბრუნოთ ასწლოვანი ისტორიის მქონე კოლექტივს თბილისის ფილარმონია, რომელიც 1969 წელს ჩვენი იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსი მაჭავარიანის ძალისხმევით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა", — ნათქვამია ორკესტრის წერილში, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ისინი მზად არიან, რომ ფილარმონიის მართვის გეგმა წარადგინონ.
ამჟამად ორკესტრი დროებით მუსკომედიის ყოფილ შენობაში იმყოფება. იმას, რომ ფილარმონიის დარბაზი ეროვნული მუსიკალური ცენტრის მმართველობაში უნდა გადავიდეს, მხარს უჭერენ ხელოვანებიც, მათ შორის მუსიკოსი გია ყანჩელი, ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, მევიოლინე ლიზა ბატიაშვილის და სხვები.
როგორც მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ორკესტრი წერს, "მსოფლიოს არც ერთი ქალაქის ფილარმონიული დარბაზი მუდმივმოქმედი სიმფონიური ორკესტრის გარეშე არ ფუნქციონირებს". პრობლემებზე სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა და ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"გინდაც ფილარმონიაში ან სხვა სივრცეში გავმართოდ კონცერტები, ამისთვის გვიწევს გადავიხადოთ უზარმაზარი თანხები. უნდა ვიშოვო 35 ათასი ლარი, რომ ჩემს კონცერტზე ხალხი მოვიყვანო. ეს გაუსაძლისია. ჩვენ ის ორგანიზაცია ვართ, რომელიც წელიწადში 60 და მასზე მეტ ღონისძიებას მართავს", — აღნიშნა რაჭველმა.
გიორგაძის შესაძლო მუქარა და "გიგანტომანია"
აღნიშნულ მოთხოვნას გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე. მისი თქმით, ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი შენობის არქონის საკითხით სპეკულირებს და მას "გიგანტომანია" დაემართა:
"მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელს ურჩევნია, მანტია მოისხას დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელის და ზოგადად ორკესტრის, რომელზეც არავინ ზრუნავს", — განუცხადა გიორგაძემ ჟურნალისტებს.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ორკესტრის ახალი შენობის პროექტისთვის 250 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა ხელმძღვანელობას სამი წლის განმავლობაში დოკუმენტი არ წარმოუდგენია. მისივე თქმით, მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ სამინისტრო ორკესტრისთვის დამატებით სხვადასხვა სივრცეს ქირაობს.
მისივე თქმით, ახალი შენობის ასაშენებლად ნიკოლოზ რაჭველმა 15 მილიონი ლარის ნაცვლად 40-45 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც "არაადეკვატურია". ისვე განმარტავს, რომ სიტუაცია თუ არ გამოსწორდება, შესაძლოა, ნიკოლოზ რაჭველის კომპეტენციის საკითხი დადგეს.
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აწყობს იყოს დაჩაგრულ პოზიციაში და ისპეკულიროს ყველა დონეზე და არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც, რაც მაფიქრებინებს იმაზე, რომ მისი როგორც ხელმძღვანელის უნარები შესაბამისი არაა. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უსახლკარობას ეხება, არ განახორციელებს შეიძლებ მისი კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის შესაბამისობის საკითხი დადგეს", — განაცხადა გიორგაძემ.
რაც შეეხება ეროვნული მუსიკალური ცენტრისთვის ფილარმონიის დარბაზის გადაცემას, გიორგაძე აღნიშნავს, რომ ეს სამინისტროს კომპეტენციას სცდება:
"ეს გახლავთ შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციასა და კერძო კომპანიას შორის დადებული, კონტრაქტით რეგულირებული ურთიერთობა, რომლის არც ერთ სტადიაზე მიუღია სამინისტროს რაიმე მონაწილეობა, შესაბამისად, არც აქვს უფლებამოსილება, ჩაერიოს ამ საკონტრაქტო ურთიერთობაში", — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გიორგაძის განცხადებას გამოეხმაურა თვითონ ნიკოლოზ რაჭველიც. მისი შეფასებით, მინისტრის მოადგილე ეცადა, საზოგადოების აზრი მცდარი მიმართულებით ჩამოეყალიბებინა. გარდა ამისა, ის უარყოფს ბრალდებებს, რომ ახალი დარბაზის ასაშენებლად ფული ითხოვა.
"ჩვენს არქივებში არსებულ ყველა მიმოწერას ლაიტმოტივად გასდევდა სწორედ ერთი მთავარი თემა: მაშინ, როდესაც არსებობს სახელმწიფო ფილარმონია (წელიწადში თითქმის 300 დღე რომ დაკეტილია), რომელსაც ჭირდება კონცერტები და არსებობს აგრეთვე სახელმწიფო ორკესტრი, რომელსაც ჭირდება დარბაზი, რატომ უნდა დაიხარჯოს თუნდაც ცხრა ან თხუთმეტი მილიონი ლარი ახალი და უხარისხო საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად", — წერს დირიჟორი ფეისბუქზე.
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილებას გადახედავენ
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
-
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
-
ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს ეს მოწყობილობა ორგანიზმში ცხიმის წვას სუნთქვის ანალიზით ამოწმებს
გადახედვა
-
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
-
იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს
-
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა
გადახედვა
-
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ჯო უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი ჯო უილსონი ვახო სანაიას დაპატიმრებას გმობენ
გადახედვა
-
"პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე "პაციენტები თავად კარგად გრძნობენ, გადაიყვანეს პალატაში" — "ჰელსიკორეს" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ბიჭებზე
გადახედვა
-
EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება EU-მა სანქციების 21-ე პაკეტი მიიღო — ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები ოკუპირებული აფხაზეთის ცნობით, რეგიონში დენის გათიშვის მიზეზი "ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარია" გახდა — ბოლო ცნობები
გადახედვა
-
ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა
გადახედვა
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა



კომენტარები