სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

9 Apr. 2025, 15:44

"დღეს თქვენთან გაფრთხილებით და მოქმედებისკენ მოწოდებით ვარ. საქართველო ჩვენს თვალწინ გარდაიქმნება არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენს თვალწინ რეალურ დროში იშლება ჩვენი დემოკრატია. მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და დაკავებით უპირისპირდებიან, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვით ემუქრებიან, ასობით ათასი ევროს ოდენობის ჯარიმებს აკისრებენ არასამთავრობო, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. „უცხოური აგენტების შესახებ“ დამატებითი ახალი კანონი მიიღეს, რუსული კანონის ასლი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება ჩაახშო. ყოველდღიურად ახალ რეპრესიულ კანონებს იღებენ. საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ შემოიღეს სახელმწიფოს ღალატი. ჩვენ 1937 წელთან ახლოს ვართ.

სასამართლო სისტემა მმართველი პარტიისთვის რეპრესიების ინსტრუმენტად იქცა. ბოლო თვეებში სასამართლოს მიერ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული პროკურატურის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ. ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ. ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, რომელსაც ანგარიშვალდებულება არ აკისრია და ხელშეუხებელია. ოდესღაც პერსპექტიული ევროპული დემოკრატიის თავზე რუსული სტილის ავტოკრატიის აჩრდილი დგას, ყოველივე ამის უკან კი რუსეთის აჩრდილია".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის…