"ტვ პირველის" ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს ფეისბუქ-პოსტის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს
ტვ პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს სოციალურ ქსელში განათავსებული ვიდეოს გამო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
ჯიოშვილი ჰყვება, რომ პოლიციიდან დაუკავშირდნენ და აღნიშნულის შესახებ აცნობეს. ამის შემდეგ ის გორის სასამართლოში მივიდა, სადაც პოლიციელმა ოქმი გააცნო. სამართალდამცავის თქმით, ოქმი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტთან და ვიდეოსთან დაკავშირებით შეადგინეს.
"მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა, მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულ ვიდეოზე დადებული ტექსტით თქვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ ასევე შიგან საქმეთა სამინისტროს. ეს არის საქმის მასალები. ეს უნდა შევიტანოთ სასამართლოში," — ამბობს პოლიციელი.
ლაშა ჯიოშვილმა ხელი არ მოაწერა ოქმს და პოლიციელებს განუცხადა, რომ ოქმს გაასაჩივრებს.
ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ეს მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას გულისხმობს "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით". მუხლი ითვალისწინებს 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას.
ჯიოშვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა 10 აპრილს, 11:15 საათზე გაიმართება.
"ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს ფეისბუქ-სტატუსებს უთვალთვალებენ. მეცინება. ბოდიში, მართლა მეცინება. ძალიან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, მაგით რაღაცას თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით", — ამბობს ჯიოშვილი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რის გამოც ჯიოშვილს პოლიციამ ოქმი შეუდგინა 6 აპრილსაა გამოქვეყნებული. ჯიოშვილს მონიშნული ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი და უწერია: "თქვენ ღირსება აყრილი დედას ***ეცი". ამავე პოსტზე დართულ ვიდეოში ჯიოშვილი ჰყვება, რომ გორში საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს მანქანიდან აგრესიული ფრაზებით მიმართეს, ამ მანქანას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა უკან და იმის მაგივრად, რომ მათთვის პასუხი მოეთხოვათ, ხელის ჩამორთმევით და მხარზე ხელის მეგობრულად დარტყმით დაემშვიდობნენ.
ცნობისთვის, 4 მარტის პლენარულ სხდომაზე "ხალხის ძალის" დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში უნდა დაწესდეს რეგულაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის ღირსებას და შეურაცხყოფას დასჯადს გახდის.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციიდან მიმავალი ლაშა ჯიოშვილი 19 იანვრის ღამეს, თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიღბიანმა პირებმა დააკავეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
პირები, რომლებმაც ლაშა ჯიოშვილი წაიყვანეს, პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვილი არ იყვნენ და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადეს, რაც აქციის სხვა მონაწილეებმა ვიდეოს გადაღება დაიწყეს.
ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით სასამართლომ მას 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები