თბილისში, დელისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და19-108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.