მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმები — რა წერია სამუშაო ვერსიაში და რას ითხოვენ არასამთავრობოები
ფოტო: Washington Examiner
საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა განიხილავენ იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა და პარლამენტში წარდგენა უნდა მოხდეს. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას უმრავლესობის წევრები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი, დიპლომატიური კორპუსი და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები იღებენ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესებს ემსახურება.
ანა დოლიძის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და აქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. პროექტის მიხედვით, კონკურსანტებს აარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის თანხმობით, ანუ 15-დან 10 ხმით. ხმის მიცემის დროს ფარული კენჭისყრაა გათვალისწინებული და თუ ორი კანდიდატი ერთნაირ ხმებს მიიღეს, იმას ირჩევენ, რომელსაც მეტი გამოცდილება ექნება.
"ორი ამოსავალი პრინციპი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც სიახლისთვის და პროგრესისთვის აუცილებელია ეს არის, რომ ამ კლანმა არ დანიშნოს ხალხი, ანუ პროცესი იყოს გამჭვირვალე და საბჭოს უმცირესობასაც ჰქონდეს შესაძლებლობა ხმის ძალაუფლების განხორციელების. მეორე, რაც შეიძლება მეტი ხალხი შევიდეს სასამართლოს გარედან, კონკურსის წესით. ეს ორი პრინციპი კობახიძეს აქვს ჩაკეტილი იმიტომ, რომ ისევ 2/3-ით, 10 ხმით დანიშნავს კლანი უზენაეს სასამართლოში და შეუძლებელია, კონკურსში მოხვედრა, თუ არ ხარ ყოფილი მოსამართლე, მოქმედი მოსამართლე და არ გაქვს ჩაბარებული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელსაც ადგენენ და ასწორებენ მოსამართლეები. თავიდან ბოლომდე ეს პროექტი კობახიძემ დაუწერა მურუსიძეს", — განუცხადა On.ge-ს ანა დოლიძემ.
დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის წევრი გიორგი მშვენიერაძე სამუშაო ჯგუფს მიმართავს, რომ თუ ისინი არ გაითვალისწინებენ კოალიციის 5-პუნქტიან შეთავაზებას პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებენ და სამუშაო ჯგუფს დატოვებენ.
ეს ხუთი საკითხია:
- კონკურსში მონაწილეობა ღია უნდა იყოს და მასში არ უნდა მონაწილეობდნენ მარტო ის პირები, ვისაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული. კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ პროფესიონალ ადვოკატებსა და პროკურორებს;
- ინტერესთა კონფლიქტის საკითხი — საბჭოს იმ წევრებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეთ საშუალება პარალელურად საბჭოს წევრებიც იყვნენ;
- კანონპროექტიდან ფარდობითი კენჭისყრის ამოღება, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს ე.წ. გრძელი სიის შექმნის, რადგან ეს საშუალებას აძლევს კლანს სასამართლოში პირველივე ეტაპზე გამორიცხოს ყველა ის კანდიდატი, რომელსაც ექნება დანარჩენი სამი წევრის მხარდაჭერა;
- საბჭომ კენჭისყრის დროს გადაწყვეტილება 2/3-2/3-ით უნდა მიიღოს, კერძოდ, კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლე წევრების 2/3-მა და არამოსამართლე წევრების 2/3-მა;
- როცა პარლამენტში სია გადმოიგზავნება, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ამ კანდიდატების ბექგრაუნდს და მოამზადებს საკომიტეტო განხილვისთვის.
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მურუსიძე აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორს და ამბობს, რომ საკვალიფიკაციო გამოცდების საკონკურსო პირობებიდან ამოღებას არასამთავრობოები იმიტომ ითხოვენ, რომ გამოცდებს ვერ აბარებენ.
"არასამთავრობოების მოთხოვნა არის, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს შეეზღუდოთ უფლება, წარადგინონ კანდიდატები იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კლანი, უბედურება, ბნელი ხალხი.
14 წევრი არის საბჭოში და მათ უნდათ, რომ 14-მ მიიღოს ერთდროულად გადაწყვეტილება, ეს ხომ აბსურდია. არსად მთელ მსოფლიოში არ არსებობს ასეთი ქვეყანა, სადაც ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებას კოლეგიალურ ორგანოში", — განუცხადა On.ge-ს ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, ისე გამოდის, რომ საქართველოში დადის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი და დიტო გვრიტიშვილი და დიმიტრი მიქაუტაძე უკეტავენ კარს.
"გამოცდებს ვერ აბარებენ ამ დროს. როცა საუბრობენ, რომ იუსტიციის საბჭო არის დახურული სისტემა, რაც მე საბჭოს მდივანი ვიყავი ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელი არ გამოსულა კონკურსზე. გამოვიდეს ეკა გიგაური, გიორგი მშვენიერაძე, კახა კოჟორიძე და აჩვენონ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს კანდიდატს შეეფერება. გამოცდა ჩააბარონ. კლანებზე საუბრობენ და გამოცდის ჩაბარება არ უნდათ, აი ესაა სიმართლე", — აცხადებს მურუსიძე.
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მოთხოვნებიდან ამოღება არათანაბარ პირობებში აყენებს იმ მოსამართლეებს, რომლებიც დაინიშნენ სისტემაში და მათთვის გამოცდების ჩაბარება სავალდებულო იყო.
"უსამართლობაა იმაზე ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმების გაწერა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, ვიდრე არის პირველ და მეორე ინსტანციის მოსამართლეებისთვის", — აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
ის ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო და მოსამართლეები ავტორიტეტები უნდა იყვნენ ქვედა ინსტანციებისთვის და უფრო მარტივი კრიტერიუმების დაწესება არარელევანტურია.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა





კომენტარები