დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
დავით ნაცვლიშვილს, რომელიც ბრალდებულია დემურ სტურუას დედის, ნონა ჯოჯუას ცემაში, წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს - დავით სტურუას.
დავით ნაცვლიშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა) და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ნონა ჯოჯუამ, რომელსაც ცემის კვალი სახეზე ამ დრომდე ეტყობა, ტელეკომპანია პირველის ეთერში ახსნა, თუ რატომ სცემა მას დავით ნაცვლიშვილმა:
"დათო ნაცვლიშვილთან მისულა პოლიციელი სერგო შენგელია, რომელმაც უთხრა, ნონა გააჩერეთო, რადგან ვჩიოდი. მეორე დღეს დამირეკა დათო ნაცვლიშვილმა და მითხრა, გოდერძი თევზაძეს უნდა ჩემი ნახვაო. მერე ნახა თუ არა არ ვიცი. მერე მე გამოძიებას ვუთხარი, რომ პოლიციელი მივიდა დათო ნაცვლიშვილთან და უთხრა, მე გავეჩერებინე. გამოძიებამ ამის შემდეგ ნაცვლიშვილი მოწმედ დაიბარა. ამის გამო გამწარებული ნაცვლიშვილი, რატომ გამრიეთ გამოძიებაში და რატომ ახსენეთ ჩემი სახელიო, ამის გამო ნასვამი მომივარდა".
როგორც ნონა ჯოჯუა იხსენებს, დათო ნაცვლიშვილმა მას და მის შვილს, დავით სტურუას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. როგორც ჯოჯუა აცხადებს, მას აქვს დაუცველობის განცდა, რადგან ჯერ კიდევ არ არის დაჭერილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელიც დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული.
ნონა ჯოჯუას შვილმა, დემურ სტურუამ, მიმდინარე წლის აგვისტოში თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რადგან მისგან თანამშრომლობას ითხოვდა.
პოლიციელ გოდერძი თევაზეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალი წაუყენეს. ის გამოძიებას ემალება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები