5 სექტემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 19:30 საათზე, ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში (LIBE) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ კომიტეტის განრიგში წერია. მომხსენებელი იქნება ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი.

პროცესის დადებითად წარმართვის შემთხვევაში, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის პლენარულს სხდომაზე გაიტანენ. საბოლოო გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ასევე საჭიროა ევროკავშირის საბჭოს თანხმობაც.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლამდე გასავლელი დარჩენილი პროცედურები