Game of Thrones-ის ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოვა — ნახეთ სერიალის ახალი ტიზერი
და აი, ეს დღეც დადგა! უკვე ვიცით როდის იხილავს დღის სინათლეს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სერიალი.
სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის პრემიერა HBO-ზე 14 აპრილს შედგება. ამის შესახებ ახალი ტიზერით გვამცნეს, რომელიც იმდენად ამაღელვებელია, რომ მისი ყურების დროს შეუძლებელია ტანში ჟრუანტელმა არ დაგიაროთ.
კადრში სტარკების საგვარეულო პანთეონს ვხედავთ და გვესმის კეტლინის, ლიანასა და ნედის ხმა. თითოეული მათგანი ჯონზე საუბრობს. იქ მყოფი სანსა, ჯონ სნოუ და არია კი საკუთარ საფლავს აწყდებიან. სწორედ ამ დროს ვხედავთ, როგორ იყინება კადრში ყველაფერი, ვინტერფელის ლორდი და მისი ოჯახი კი მთავარი ბრძოლისთვის ემზადებიან.
ემის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული სერიალის ფინალის გადასაღებად არხმა იმაზე ორჯერ მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე ამას წინა სეზონში აკეთებდა. თანხის ზრდის მიზეზი გახდა ის ბატალური სცენები, რომლებსაც სერიალის ფინალში ვიხილავთ. ამ კონკრეტული ეპიზოდის გადაღებები 55 დღე გრძელდებოდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მსახიობების ანაზღაურებაც. როგორც იცით GOT-ის მსახიობები ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები გახდნენ. ლინა ჰიდი, პიტერ დინკლეიჯი, ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი და ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ HBO-სთან გაფორმებული ახალი კონტრაქტის მიხედვით სერიალის თითო ეპიზოდში $2,5 მილიონს მიიღებენ.
მოულოდნელი არავისთვისაა, მაგრამ არხის პროდიუსერმა დაადასტურა ისიც, რომ ფინალურ, მერვე სეზონში სერიალის რამდენიმე მთავარი პერსონაჟი კვდება.
"წინასწარ არც ერთ მსახიობს არ ჰქონდა წაკითხული სცენარი და ხმამაღალი კითხვის დროს სათითაოდ იგებდნენ, რომ მათი პერსონაჟი მოკვდა", — ამბობს ფრანცესკა ორსი.
ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მედიას აქტიურად დაეწყო განხილვა, თუ რომელი პერსონაჟი კვდება ფინალურ სეზონში. სერსეი? ტირიონი? ჯონ სნოუ? იქნებ ყველა ერთად?
7 იანვარს, HBO-მ 2019 წლის სატელევიზიო სეზონის პრომო გაავრცელა. სადაც ჩანს, რომ დეინერის ტარგარიენი ვინტერფელში ჩადის და სანსა სტარკს ხვდება. როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა ფინალური სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ინტრიგაა.
ამ დეტალის გარდა მერვე სეზონზე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც გვაქვს. მაგალითად, გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებით ვიცით, რომ ვინტერფელს კიდევ უფრო დიდი განსაცდელიც ელის და სამეფო ციხე ცეცხლის ალში გაეხვევა.
ფინალურ სეზონში სულ რაღაც ექვსი სერია იქნება, თუმცა, როგორც პროდიუსერები ამბობენ, თითოეული მათგანი 60 წუთზე მეტი ხანგრძლივობისაა და შეიძლება აღვიქვათ, როგორც არა ექვსი ეპიზოდი, არამედი ექვსი ფილმი.
გარდა ამისა, GOT-ის რეჟისორმა, დევიდ ნუტერმა მაყურებელი გაგვაფრთხილა, რომ იმაზე დიდი ტრაგედიების მომსწრენი გავხდებით, ვიდრე Red Wedding იყო.
ასე რომ, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 14 აპრილს და ვნახოთ, როგორ დასრულდება ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა რკინის ტახტისთვის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები