ვინტერფელი თქვენია — Game Of Thrones-ის პრომო, რომელმაც გულშემატკივარი საბოლოოდ ორად გაყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / HBO
2019 წელი ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული იქნება, რადგან ჯორჯ მარტინის სამყაროს ფანებს ვესტეროსის ინტრიგებთან გამომშვიდობება მოუწევთ. Game Of Throne-ს მთავრდება და თითქოს ეს საკმარისი ტრავმა არ იყო მაყურებლისთვის, წიგნის ავტორი და პროდიუსერები უფრო სისხლიან და ცრემლიან ფინალს გვპირდებიან.
ფინალურ, მერვე სეზონში რომ ბევრ საყვარელ პერსონაჟს დავკარგავდით, არავისთვის იყო უცხო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ სეზონის პირველ სერიაში სტარკებმა ვინტერფელი დაკარგეს.
არა, ეს ყველაფერი არც ღამის მეფის ოინებია და არც სერსეი ლანისტერის შურისძიება, ეს დეინერის ტარგარიანზე შეყვარებული ჯონ სნოუს ნამოქმედარია.
ჩრდილოეთის მეფემ, რომ მუხლი მოიდრიკა და შვიდი სამეფოს დედოფლად დეინერის ქარიშხალთშობილი აღიარა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ვინტერფელი მას გადაეცა. თუმცა გულშემატკივრების ნაწილს ჰქონდა იმედი, რომ ვინტერფელის ლედი სანსა სტარკი ასე მარტივად არ დათმობდა წინაპრების სახლს. ახლა ყველაზე იმედგაცრუებული სწორედ ეს გულშემატკივრები არიან.
HBO-მ იმ სერიალების პრომო ვიდეო გაავრცელა, რომლებიც 2019 წელს გამოვა, მათ შორის ერთ-ერთი Game Of Thrones-ია. სწორედ აქ, რამდენიმეწამიან კადრში ვიგებთ, რომ ჯონ სნოუმ ჯერ კიდევ ჩრდილოეთში დაბრუნებამდე აცნობა საკუთარ დას მუხლი მოედრიკა დეინერის ტარგარიანის წინაშე. მართალია სანსას ძმის მსგავსად არც მუხლი მოუდრეკია და არც სიყვარულით სავსე თვალებით შეუფიცია ერთგულება ტარგარიანი დედოფლისთვის, მაგრამ მორჩილების ნიშნად წარმოთქვა "ვინტერფერლი თქვენია, თქვენო უდიდებულესობავ".
რამდენიმე წამიანი კადრით და პერსონაჟების გამომეტყველებით შეგვიძლია გავიგოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ბრიენი, რომელმაც ლედი კეტლინ სტარკს შვილების დაცვა შეჰფიცა. სამაგიეროდ, ბედნიერი სახე აქვს თავად დედოფალს, რომელმაც უბრძოლველად ჩაიგდო ხელში ერთ-ერთი სამეფო. იქვე მდგომი ჩრდილოეთის ყოფილი მეფე კი ნახევარდას ამაყი სახით შეჰყურებს მისი გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო.
ახალი პრომო მარტინის სამყაროს გულშემატკივრებისთვის მორიგი დაპირისპირების საბაბი გახდა. სტარკებისა და ტარგარიანების ფანები გულმოდგინედ ცდილობენ დაამტკიცონ რატომ იყო სწორი ან არასწორი ეს გადაწყვეტილება. ნაწილს მიაჩნია, რომ სნოუს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ სტარკებმა "თავი შეირცხვინეს" და ამხელა ტანჯვით მოპოვებული სამეფო "მარტივად დათმეს".
ჯერჯერობით უცნობია ამ ბრძოლაში რომელი მხარე გაიმარჯვებს, თუმცა აუცილებელია არ დაგვავიწყდეს ჯონ სნოუს სიტყვები: "ზამთარი მოვიდა. თუ არ გავერთიანდებით ყველა დავიხოცებით და აზრი აღარ ექნება ვინ, რომელი სახლის წარმომადგენელია".
ამ დეტალის გარდა მერვე სეზონზე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც გვაქვს. მაგალითად, გადასაღები მოედნიდან გავრცელებული კადრებით ვიცით, რომ ვინტერფელს ამაზე დიდი განსაცდელიც ელის და სამეფო ციხე ცეცხლის ალში გაეხვევა. ვიცით ისიც, რომ რამდენიმე მთავარი პერსონაჟი კვდება და სპოილერების თავიდან ასაცილებლად ფინალური სერიის ორ ვერსიას გადაიღებენ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა

კომენტარები