შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც გარდაბანში ოთხი ცხენის ქურდობა ედება ბრალად. ცხენები გარდაბანში 8 იანვარს მოიპარეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ქურდობისთვის ორ წლამდე შინა პატიმრობა, ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.