რუსული აგრესია და ეთნიკური დისკრიმინაცია — ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადება
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრაზე, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნებმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში საუბარია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შეზღუდვაზე. ასევე, საერთაშორისო ფორმატების მნიშვნელობასა და მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.
საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამ ქვეყნებმა განცხადებაში ისევ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და რუსული ოკუპაცია დაგმეს. ასევე, გამოხატეს მხარდაჭერა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და მოუწოდეს ეუთო-ს მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მოიქცნენ ამგვარად.
მათ დაგმეს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას.
ქვეყნებმა ღრმა შეშფოთებას გამოვთქვეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. მათ დაგმეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მასობრივი განადგურების ფაქტები. მათი თქმით, ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის კვალის სრული გაქრობისკენ რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამოხატულებაა.
მათი განცხადებით, შემაშფოთებელია გადასასვლელი პუნქტების დახურვით გამოწვეული შედეგებით. მათივე თქმით, კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში უსაფრთხოება და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. მეგობარი ქვეყნები ამბობენ, რომ მისასამლებელია საქართველოს პროგრესი და სამწუხაროა, რომ ამ უპირატესობებით ვერ სარგებლობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობა.
მეგობარმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საჭიროებას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული პატივისცემით. მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს (IPRM). თუმცა, შეშფოთება გამოთქვეს IPRM-ების უკანასკნელი შეხვედრების ჩაშლასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მონაწილეებს, გამონახონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გადაჭრის შესაბამისი გზები.
მეგობარმა ქვეყნებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის მიერ გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამხედრო შენაერთების განლაგებასთან დაკავშირებით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები