უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა — უმაღლესმა რადამ პოროშენკოს განკარგულება დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება რადამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საომარი მდგომარეობა რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში გამოცხადდა და 30 დღე გაგრძელდება. საომარი მდგომარეობა არ გულისხმობს საომარი მოქმედებების წარმოებას. პოროშენკოს განცხადებით, უშიშროების საბჭომ მას 60-დღიანი ვადა შესთავაზა, თუმცა უარი თქვა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები დაასახელა.
როგორც პოროშენკომ განმარტა, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეების უფლებების რაიმე სახით შეზღუდვას. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება ქერჩის სრუტეში რუსული მხარის მიერ უკრაინული გემების დაკავებას მოყვა.
ქერჩის კრიზისი
25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან რამდენიმე დაჭრილი და მძიმედ დაშავებულია.
კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები "ბერდიანსკი" და "ნიკოპოლი", ბუქსირ "იანა კაპასთან" ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.
რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.
საერთაშორისო გამოხმაურება
ქერჩი განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. რუსეთის მიერ თავდასხმიდან მალევე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ ევროპამ თავდაცვისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, ევროპა აშშ-ს ვაჭრობისთვის იყენებს და შემდეგ თავდაცვისთვის საჭირო თანხებს არ იხდის.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხრისტია ფირლანდმა ტვიტერით მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ტყვეები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო გადაადგილება.
ესტონეთმა რუსეთს მიმართა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის თავდასხმაზე "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.
რუსეთის აგრესია დაგმო პოლონეთმაც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ხელყოფის გარდა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაარღვია.
ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომ მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა საერთაშორისო სამართლის დარღვევა დ გაეთავისუფლებინა დაკავებულები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აღნიშნულ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის გემებზე თავდასხმა ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას.
დღეს, 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც ქერჩის კრიზისზე იმსჯელეს. შესაძლოა მომხდარის გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციები გატარდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც უკრაინა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. მისივე თქმით, რუსული მხარე მოუწოდებს კიევის "დასავლურ სპონსორებს" რომ დაამშვიდონ ისინი, ვინც ამ ინციდენტიდან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები