ვეშაპების ყურის გოგირდის შესწავლისას მეცნიერები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ
ტეხასის ბეილორის უნივრესიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ფინვალების, კუზა ვეშაპებისა და ლურჯი ვეშაპების ყურის გოგირდის ნიმუშები შეისწავლეს. ისინი მასში სტრესის გამომწვევი ჰორმონების კვალს ეძებდნენ.
ვეშაპის ყურში დროთა განმავლობაში დაგროვებული გოგირდი ქსოვილის სპეციალურ ფენას ქმნის, რომელიც სისქეში შეიძლება 25 სანტიმეტრსაც აღემატებოდეს. ეს არის ვეშაპის ცხოვრების ერთგვარი ისტორია, რომლიდანაც მეცნიერებს უამრავი ინფორმაციის ამოკითხვა შეუძლიათ. ასევე შესაძლებელია გოგირდის თითოეული ფენის ასაკის დადგენაც, რაც შედეგების დროში გაანალიზების საშუალებას იძლევა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მე-20 საუკუნეში ადამიანის ქმედებებმა ვეშაპებში კორტიზოლის, ანუ სტრესის ჰორმონის დონის მატება გამოიწვია. გოგირდის ფენების ასაკის დადგენამ კი ჰორმონის მომატებულ მაჩვენებელსა და მე-20 საუკუნეში მომხდარ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს შორის კავშირი გამოავლინა.
1960-იან წლებში ვეშაპებზე ნადირობამ პიკს მიაღწია, რამაც ჯამში 150 000 ცხოველი შეიწირა. ამ დროით დათარიღებული ყურის გოგირდის კვლევისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 1960-იან წლებში ვეშაპებში კორტიზოლის რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო. კორტიზოლის მომატებული მაჩვენებელი ფიქსირდება 1920-1930 წლებშიც, რაც ასევე მომატებულ ნადირობასთანაა კავშირში.
მეორე მსოფლიო ომი
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კორტიზოლის მომატებული დონე მეორე მსოფლიო ომის დროსაც დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ვეშაპებზე ნადირობამ დაიკლო. მეცნიერების აზრით, ამის გამომწვევი მიზეზი თავად ომი და საბრძოლო მოქმედებებია.
"მეორე მსოფლიო ომის დროს ვეშაპებისთვის მიყენებული სტრესი, მათზე ნადირობისას მიყენებულ სტრესსაც შეიძლება აჭარბებდეს", - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი სასჩა უსენკო.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კორტიზოლის განსაკუთრებული მომატების მიზეზი წყლისქვეშა აფეთქებები, საზღვაო ბრძოლები, გემებისა და წყალქვეშა ნავების მომატებული რაოდენობა და ხმაურია", - აცხადებს უსენკო.
ვეშაპებში კორტიზოლის დონემ ყველაზე დაბალ ნიშნულს 1970-იან წლებში მიაღწია, ამ დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვეშაპებზე ნადირობა ფაქტობრივად სრულად აიკრძალა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვეშაპებში კორტიზოლის დონის სტაბილური მატება მაინც შესამჩნევია. ეს სავარაუდოდ სხვა ისეთი ფაქტორებითაა გამოწვეული, როგორიც არის ოკეანეების დაბინძურება და ტემპერატურის მატება.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ვეშაპები წყლის ეკოსისტემების კარგი ინდიკატორები არიან და მათზე დაკვირვებით შეგვიძლია უკეთ გავიგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი ბუნებაზე.
გოგირდის ნიმუშები 1870-დან 2016 წლამდე დაჭერილი ან დაღუპული ვეშაპებიდან იყო აღებული, რისი დამსახურებითაც მეცნიერებმა ვეშაპების თითქმის 150-წლიანი ისტორიის გამოაშკარავება შეძლეს.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები