400-ზე მეტი რაკეტა და ხუთი გარდაცვლილი — დაპირისპირება ღაზას სექტორში
ისრაელის თვითმფრინავები 13 ნოემბერს გვიან ღამით ღაზას სექტორში პალესტინის სამხედრო ბაზებს დაესხნენ თავს, წერს BBC. ისრაელმა ღაზას სექტორს დარტყმა მას შემდეგ მიაყენა, რაც პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 370 რაკეტა გაუშვა.
ბოლო მონაცემებით, ორმხრივი სარაკეტო თავდასხმების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი გარდაიცვალა: ოთხი ღაზას სექტორში მაცხოვრებელი, ხოლო ერთი ისრაელის ქალაქ აშკელონში.
ღაზას სექტორიდან გამოშვებული ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ისრაელის ავტობუსს, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. ერთ-ერთი სამხედრო დაშავდა.
საპასუხო სარაკეტო დარტყმების დროს ღაზას სექტორში განადგურდა გემი, რომელიც ისრაელის მტკიცების, ჰამასი დივერსიული მიზნებისთვის იყენებდა. გარდა ამისა, გაანადგურეს ჰამასის კონტროლის ქვეშ არსებული ტელეარხის, Al-Aqsa TV-ის შენობა. ისრაელი ამტკიცებს, რომ ტელეარხი აძლიერებდა ჰამასის სამხედრო აქტივობებს.
ახლო აღმოსავლეთში გაეროს ელჩმა, ნიკოლაი მლადენოვმა დატვიტა, რომ ეგვიპტე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პალესტინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს:
"ბოლო 24 საათის განმავლობაში ესკალაცია ძალიან საშიშია".
ეს დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ორშაბათს 12 ნოემბერს ღამით ისრაელის სპეცრაზმმა ღაზას სექტორში სპეცოპერაცია ჩაატარა. პალესტინელების თქმით, ისრაელის სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე სამოქალაქო მანქანით შევიდნენ და შვიდი პალესტინელი მოკლეს, მათ შორის, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი.
ისრაელის თავდაცვით ძალებში, ცაჰალში განაცხადეს, რომ ოპერაციის დროს ორმხრივი სროლა დაიწყო, რომლის დროსაც მათ სამხედრო დაკარგეს, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა. მათივე თქმით, ოპერაციის მიზანი არა ვინმეს ლიკვიდაცია ან ტერორისტის მოტაცება იყო, არამედ ისრაელის უსაფრთხოების გამტკიცება.
ღაზას სექტორში გამწვავებული სიტუაციის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარიჟში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მიტოვება მოუწია.
ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება იერუსალიმის საკითხის გარშემო. მიმდინარე წელს რამდენიმე ქვეყანამ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა. პირველი მათ შორის იყო აშშ, რომელმაც თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში მაიშში გადაიტანა, რასაც ღაზას სექტორში დიდი პროტესტი მოყვა.
აშშ-ის ამ გადაწყვეტილებამ მუსლიმური ქვეყნები გააღიზიანა. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელშიც 57 მუსლიმური ქვეყანა არის გაერთიანებული, იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადა.
ევროკავშირმა იერუსალიმის აღიარებაზე უარი განაცხადა. აშშ-ის მიბაძეს ბრაზილიამ, ასვტრალიამ, გვატემალამ და პარაგვაიმ.
2017 წლის 21 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ. 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები