ქალი კანდიდატების მნიშვნელოვანი წარმატება აშშ-ს შუალედურ არჩევნებში
ფოტო: Reuters
წელს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ისევე, როგორც გუბერნატორების არჩევნებში, უპრეცედენტოდ ბევრი ქალი კანდიდატი იყო. პირველადი შედეგების და ამ დრომდე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მათმა ნაწილმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ამჟამად კონგრესში სულ 107 ქალია — ეს ისტორიულად ქალთა ყველაზე მაღალი წარმომადგენლობაა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში. საბოლოო შედეგი გვაჩვენებს, იქნება თუ არა ახალი რეკორდული მაჩვენებლები.
277 ქალი კანდიდატიდან, რომლებიც კონგრესისა და სენატის წევრობისთვის თუ გუბერნატორობისთვის იბრძოდნენ, ამ დროისთვის, საღამოს 11 საათისთვის 61-მა მოიპოვა გამარჯვება.
მათ შორის არიან:
პირველი მუსლიმი ქალი წარმომადგენლები კონგრესში ილჰან ომარი და რაშიდა თლაიბი იქნებიან. ომარი დემოკრატების კანდიდატი იყო მინესოტიდან წარმომადგენელთა პალატაში. ის წარმოშობით სომალიდანაა. რაშიდა თლაიბი კი მიჩიგანის მანდატისთვის იბრძოდა.
რაშიდა თლაიბი დემოკრატი ჯონ კონიერსის ადგილს დაიკავებს, რომელიც სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო გადადგა.
დემოკრატი აიანა პრესლი კი პირველი შავკანიანი ქალი იქნება, რომელიც კონგრესში მასაჩუსეტსის შტატს წარმოადგენს. მან პრაიმერებში დემოკრატი მოწინააღმდეგე, ათგზის კონგრესმენი მაიკლ კაპუანო დაამარცხა.
შარის დევიდსი — პირველი ამერიკელი ინდიელი და პირველი ღიად ლესბოსელი კონგრესვუმენი იქნება. ის კანზასის შტატს წარმოადგენს პალატაში.
დემოკრატი ჯინა რაიმონდო, რომელიც როდ აილენდის ისტორიაში პირველი ქალი გუბერნატორი იყო, დღეს მეორე ვადითაც აირჩიეს.
კირსტენ ჯილიბრანდი კიდევ ერთი ვადით იქნება სენატორი ნიუ-იორკიდან. ის პირველად 2009 წელს აირჩიეს და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატს 2020 წლისთვის.
დონა შალალამ დემოკრატებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა ფლორიდის 27-ე ოლქში და ის სავარაუდოდ რესპუბლიკელ კონგრესმენს ჩაანაცვლებს.
დემოკრატი ტერი სეუელი ალაბამას მეშვიდე ოლქს კონგრესში მეორე ვადითაც წარმოადგენს. ის პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობის ქალია, რომელიც ალაბამის შტატიდან კონგრესში აირჩიეს.
გრეის მენგი დემოკრატი კონგრესვუმენია, რომელმაც უკვე მეოთხედ მიიღო მანდატი და ის პირველი ქალია ჯერალდინ ფერაროს (1979-1985 წლები) შემდეგ, რომელიც ქვინსს წარმოადგენს პალატაში.
დემოკრატი ბონი უოთსონ კოლმენმა კი, რომელიც პირველი შავკანიანი ქალი წარმომადგენელი იყო ნიუ-ჯერსის შტატიდან, ისევ მოიპოვა მანდატი.
ალექსანდრია ოკასიო-კორტესი ასევე დემოკრატი კანდიდატი კონგრესის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი წევრი გახდება. ის 28 წლის აქტივისტია, რომელიც თავს სოციალ-დემოკრატად მიიჩნევს.
ტეხასის შტატის ერთ-ერთი პირველი ლათინო-ამერიკელი წარმომადგენლები კონგრესში ასევე დემოკრატი ქალები იქნებიან — ვერონიკა ესკობარი და სილვია გარსია.
რესპუბლიკელი ჯეკი უალორსკი ინდიანის შტატის წარმომადგენლის პოზიციას კონგრესში მეოთხე ვადით დაიკავებს. ასევე რესპუბლიკელი ვირჯინია ფოქსი კი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის მეხუთე ოლქის წარმომადგენელია თითქმის 15 წლის განმავლობაში, კიდევ ერთი ვადით მიიღებს მანდატს.
უკვე გამარჯვებულთა შორის არიან ისეთი ცნობილი ქალი სენატორები, როგორებიც არიან ელიზაბეტ უორენი, ემი კლობუშარი და სხვები.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა


კომენტარები