ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია — დაუჭერს, თუ არა ქართული მარში მხარს სალომე ზურაბიშვილს
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ საპატრიარქოსთან შეხვედრის შემდეგ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი გაიწვია ქართულმა მარშმა გამარჯვება იზეიმა. მარშის ფეისბუქგვერდზე დაპოსტეს, რომ მთავრობას კანონპროექტი "გააწვევინეს" და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცეს.
ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე დაკმაყოფილდა მარშის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი ულტიმატუმი, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურში მხარდაჭერას თანხმდებოდნენ. აპირებს თუ არა ორგანიზაცია მმართველი პარტიის რჩეული კანდიდატის მხარდაჭერას ამ კითხვით მათ ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს მივმართეთ.
როგორც ბრეგაძემ On.ge-ს განუცხადა, კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა არ იყო მარშის მოთხოვნა და მათ ქართველი ხალხისთვის ფოსტალიონის როლი შეასრულეს და მთავრობას ხმა მიაწვდინეს.
"საჭირო, კარგი მომენტი შევარჩიეთ როდის დაგვეყენებინა ეს მოთხოვნა. პირდაპირ გეტყვით, რომ არა მეორე ტური ამ კანონს უკან არავინ გაიწვევდა", — აცხადებს ბრეგაძე და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პირობაა და ისინი სხვა მოთხოვნის შესრულებასაც ელოდებიან.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნება. ბრეგაძე განმარტავს, რომ პარტია, რომლის რეიტინგიც არჩევნებზე 37 პროცენტით გამოვლინდა საკონსტიტუციო უმრავლესობას არ უნდა ფლობდეს.
"ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში ესეთ პირობებში თავად ხელისუფლება ჩაატარებდა ახალ არჩევნებს. პოლიტიკური ბალანსი შეიცვალა და საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება", — აცხადებს ბრეგაძე.
ქართულ მარშმა პირველ ნოემბერს განაცხადა, რომ თუ მთავრობა ორივე მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა ისინი აქტიურად ჩაერთვებოდნენ ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.
არჩევნების მეორე ტური და კანაფის კულტივაციის კანონპროექტი
მას შედეგ რაც ცნობილი გახდა, რომ არჩევნები მეორე ტური გაიმართება მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული საზოგადოებისგან შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს და საჭიროა ხალხის პრობლემებით დაინტერესება, მათი მოფერება.
საპატრიარქოსთან კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის 46-ე დღეს და არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა პარლამენტიდან გამოწვიოს კანონპროექტი. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება პოლიტიკური და საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, საპატრიარქოსა და მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინებით მიიღო.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები