პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მთავრობამ კანაფის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა გადაწყვიტა
საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
შს მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტზე ამ ეტაპზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღება შეუძლებელია და ამიტომ მთავრობა აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტიდან გამოითხოვს.
"ამ კანონპროექტს იურიდიული პოზიციიდან გამოსაწვევი არაფერი სჭირდა, მაგრამ პოლიტიკური და საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ჩვენი საპატრიარქოსა და მოსახლეობის პოზიციიდან გამომდინარე მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია კანაფის კონტროლის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.
შს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებენ, რომ მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა გუშინ პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზეც შედგა და კანონპროექტის უკან გაწვევა გარკვეულწილად საპრეზიდენტო არჩევნებთანაც არის კავშირში.
"ამ არჩევნებმა გვაჩვენა საზოგადოების განწყობა, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, პატრიარქთან შეხვედრის დროს ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე და მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჩარჩოში მოაქცევს.
"შესაძლოა, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება და ზოგადად ნარკოპოლიტიკა. უახლოეს მომავალში დაიწყება მსგავსს კანონპროექტზე მუშაობა, როგორ მოხდება ეს და რა ფორმით არის პრინციპის საქმე და გადაწყვეტილება ამაზეც იქნება მიღებული", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.
დოკუმენტი 131 გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე 10 კანონში გამოიწვევდა ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.
კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა. პარლამენტში კანონპროექტის უკან გაწვევაზეც მსჯელობდნენ. ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები