მდინარაძე: ნაციონალების აქტივისტი ურეკავს ზონდერჯგუფებს და ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო ფრაქციის, ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ჯელალ ქიქავა ურეკავდა ზონდერჯგუფებს და მოუწოდებდა მათ ფიზიკური ძალადობისა და პროვოკაციისკენ. მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი შესაბამისი შინაარსის ვიდეომასალას ფლობენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, მოგვიანებით, ჯელალ ქიქავამ ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქართული ოცნების მხარდამჭერ ქალბატონს.
"ჩვენი ინფორმაციით უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და, ბუნებრივია, ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს", — განაცხადა მდინარაძემ.
მან სხვა დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობს. მდინარაძის თქმით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ "თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება".
"როგორც ნახეთ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს - მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ რუსთავი 2, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძელებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს ბოლო არჩევნებია, როცა პრეზიდენტს მოსახლეობა აირჩევს. საარჩევნო უბნები საქართველოში რვა საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველიც დაფიქსირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები 3 703 უბანზე ტარდება. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი საგამონაკლისო წესით შექმნილი უბანია. ცესკოში ამბობენ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877 ადამიანს შეადგენს, რომელშიც შედის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 795 მოქალაქე. 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 15,95%-ია.
ამავე თემაზე:
- ზუგდიდში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს —TI
- ზუგდიდში ზედამხედველმა საარჩევნო ყუთში კონვერტები ჩაყარა — საერთაშორისო გამჭვირველობა - საქართველო
- ოთხი დარღვევა, რომელიც ცესკომ 10 საათისთვის გამოავლინა
- კოორდინატორების მობილიზება და აგიტაცია — დარღვევები საარჩევნო უბნებზე 11:00-ის მონაცემებით
- დარღვევები 10:00-ის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე — საია
ბოლო სიახლეები: საპრეზიდენტო არჩევნები 2018
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები