კოორდინატორების მობილიზება და აგიტაცია — დარღვევები საარჩევნო უბნებზე 11:00-ის მონაცემებით
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
სამართლიანი არჩევნების განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ.
ISFED-ის დამკვირვებლების ცნობით, ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები.
"ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლა და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას", — განაცხადა სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ.
მან მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები.
ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 21 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 9 საჩივარი.
ISFED-ის მიერ დაფიქსირებული დარღვევები 11:00-ის მონაცემებით:
ამომრჩეველზე ზეწოლა
27 ოქტომბრის საღამოს საათებში, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ ლაგოდეხში. სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კოორდინატორებს - ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს - ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჯორჯაძე ამბობს, რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პრობლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძე ასევე აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა.
გარდა ამისა, დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების წინა ღამეს ცნობილი გახდა ასევე, გურჯაანისა და დედოფლისწყაროშიც.
ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა
სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება პარტიის აქტივისტების-წარმომადგენლებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე; ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #1, #4, #14 და #59 საარჩევნო უბნებზე; თიანეთის #19 საარჩევნო ოლქის #12 უბანზე; ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #6 და #52 უბნებზე; ტყიბულის #57 საარჩევნო ოლქის #29 უბანზე; საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე, თელავის #17 საარჩევნო ოლქის #24 და #25 საარჩევნო უბნებზე.
ISFED-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამოწმებენ არჩევნებზე მოსულ პირთა ვინაობას და ეწევიან აგიტაციას, მათ შორის არიან თვითმმართველობის ორგანოებისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საგარეჯოსა და ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, რომ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველს მოთხოვეს, რომ მოიყვანოს ხალხი არჩევნებზე, რაზეც ამომრჩეველმა უპასუხა, რომ უკვე მოიყვანა და კიდევ მიყავს ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად. აღნიშნული ძირითადად ხორციელდება მმართველი პარტიის ქართული ოცნების სასარგებლოდ.
ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქის #2, #8 და #26 ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამკვირვებლის მოწმობებით ადამიანები სხედან უბანთან მანქანებში, რომლებსაც აქვთ სიები და პარალელურად ეწევიან აგიტაციას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.
დამკვირვებლებზე შესაძლო ზეწოლა
#11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს უბანთან დახვდა პოლიცია, რომელმაც დამკვირვებელს გამოკითხა, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა და ასევე, მისი პირადი მონაცემები. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ დამკვირვებელი საგარეჯოს ოლქიდან არის უთხრა, რომ "საგარეჯოელი ყოფილხარ და ჩემი რჩევაა, ძაან მკაცრი ნუ იქნებიო".
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა
#49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელს არ მისცეს უფლება იმ ოთახში ყოფილიყო, სადაც კომისიის წევრები მუშაობენ. თავმჯდომარემ უთხრა, რომ დაეტოვებინა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზში დამჯდარიყო, სადაც არავინ არ იმყოფება.
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უზღუდავდნენ უბანზე შესვლას, იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანეს და კომისიის მდივანს არ ეცალა მათი დარეგისტრირებისთვის. შემდგომ უკვე უბანზე დაშვებულ დამკვირვებლებს კომისიის მდივანმა მიუთითა კონკრეტული ადგილი საიდანაც დააკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს, რითაც შეუზღუდა საარჩევნო უბანზე თავისუფალი გადაადგილება.
#56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე 8 საათამდე.
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს უზღუდავს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლებასა და მიუთითებს, რომ გადაღების უფლება მხოლოდ მედიას აქვს.
#30 კასპის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის შეტანის უფლება არ მისცეს.
წილისყრის წესის დარღვევა
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარემ ფუნქციის შესრულება დაავალა კომისიის სხვა წევრს წილისყრის ჩატარების გარეშე.
#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ევროპული საქართველოდან უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე.
#8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე გადასატანილი საარჩევნო ყუთის გამყოლ პირთა წილისყრის შედეგად შერჩეულ იქნა ქართული ოცნების ორი წარმომადგენელი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა უარი განაცხადა, ხოლო სხვა პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობაზე. კომისიის თავმჯდომარე ოლქიდან მიღებული მითითების შესაბამისად აპირებდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის გაუქმებას, თუმცა დამკვირვებლის მიერ უბანზე საჩივრის წარდგენის შემდეგ თავმჯდომარემ ხელახლა ჩაატარა წილისყრა და გამოავლინა გადასატანი ყუთის მეორე გამყოლი კომისიის წევრი.
#83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა გადაცვალა წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ახლიდან ჩაატარა წილისყრა.
#1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები ორივე კომისიის წევრი მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო, რაც მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს და თავმჯდომარემ თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა კომისიის ერთი წევრი.
საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება
#3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საკონტროლო ფურცელი ძირითად საარჩევნო ყუთში მოათავსა პირველი ამომრჩევლის უბანზე შემოსვლამდე. შესაბამისად ყუთში ჩაგდებულ საკონტროლო ფურცელში არ იყო მითითებული პირველი ამომრჩევლის მონაცემები.
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელში არ მიეთითა პირველი ამომრჩევლის მონაცემები და არ დაფიქსირდა მისი ხელმოწერა.
მარკირების წესის დარღვევა
#30 კასპის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება და დარღვევა მხოლოდ დამკვირვებლის მითითების შემდეგ გამოსწორდა.
#63 აბაშის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შეუშვეს უბანზე.
პირადობის დამადასტურებელი დოკომენტაციის არ შემოწმება
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #65 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს პირადობის დოკუმენტის შემოწმების გარეშე მიაცემინა ხმა.
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება, ასევე არ გადამოწმდა მისი მონაცემები სიაში ისე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და შეივსო საკონტროლო ფურცელი. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ამომრჩევლის მონაცემები გადამოწმდა სიაში და აღმოჩნდა, რომ არ იყო მოცემული უბნის ამომრჩეველი.
კონვერტის არასწორად გაცემა
#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ამომრჩეველს კაბინაში შესვლამდე გადასცა კონვერტი.
სიაში ხელის არასწორად მოწერა
·#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა სიაში ხელი სხვა ამომრჩევლის გასწვრივ მოაწერა.
ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში
#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში.
უბნის დაგვიანებით გახსნა
#81 ქობულეთიის საარჩევნო ოლქის #32 უბანი დაგვიანებით გაიხსნა, ვინაიდან ბიულეტენები არაწორად იყო დაბეჭდილი, კერძოდ, "51" ნომრის მქონე კანდიდატზე წერია "5", ხოლო "48" ნაცვლად წერია "18". არასწორად დაბეჭდილი ბიულეტენების მიუხედავად, უბანზე კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს. სამართლიანმა არჩევნებმა საოლქო საარჩევნო კომისიას უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
არაუფლებამოსილი პირი უბანზე
#28 დუშეთის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დეპუტატი, რომელსაც არ გაუვლია შემოწმება და არ იყო აღნიშნული უბნის ამომრჩეველი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები