ომეგა ჯგუფის ანგარიშებს ინკასო მოეხსნა — შემოსავლების სასმახურში ამბობენ, რომ კომპანიამ ვალის გადახდა დაიწყო
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ომეგა ჯგუფში შემავალმა შპს ოჯთ-მ ბიუჯეტში დაგროვილი ვალის გადასახდელად ერთი მილიონი ლარი ჩარიცხა და გრაფიკის შედგენა ითხოვა. მათი თქმით, გაითვალისწინეს კომპანიის თხონა და ანგარიშებზე ინკასო მოუხსნეს. ასევე გაუქმდა ყადაღა საბრუნავ საშუალებებზე.
უწყებაში ამბობენ, რომ კომპანიამ წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად უკვე შეიძინა აქციზური მარკები. მათივე თქმით, ომეგა ჯგუფი ამზადებს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის პაკეტს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.
ომეგა ჯგუფის საქმე
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს ოჯთ-ის საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხებოდა 51 717 000 ლარი. მათი განმარტებით, დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა.
უწყებაში ამბობდნენ, რომ კომპანიას ვალის გადახდის გრაფიკი ორჯერ შეუდგინეს, მაგრამ შეთანხმების დარღვევის გამო ორივე გაუქმდა. მათი თქმით, სწორედ ამიტომ კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო.
ტელეკომპანია იბერიაში, რომელიც ომეგა ჯგუფის შემადგენლობაში შედის, ამბობდნე რომ ხელისუფლება მედიას შემოსავლის წყაროს უზღუდავდა.
10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბიზნესის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა 4 ოქტომბერს გასცა.
ომეგა ჯგუფის საქმის ჩანაწერებზე ლევან ყიფიანი სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხა. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერებზე დათანხმების მიზანი იყო, რომ ოქუაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. მისი განმარტებით, ჩანაწერებით უცხოელი პარტნიორები სახელმწიფოს მიერ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ შეიტყობდნენ, ოქუაშვილი კი ამ დროს საქართველოში ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანების საკითხსაც გადაჭრიდა. თუმცა როგორც ყიფიანი განმარტავს, ის აუდიოჩანაწერები, რომელიც მედიით გავრცელდა დამონტაჟებულია.
ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლონ.
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები