2019 წელს კინო და ტელემანებისთვის ბევრი საინტერესო პროექტი გამოდის. მათ შორის არის 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, Big Little Lies-ის მეორე სეზონიც, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, შეილინ ვული, ლორა დერნი და ზოი კრავიცი ასრულებენ.

ფილმის მეორე სეზონზე რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია, მათ შორის ახალ პერსონაჟებზეც, თუმცა ყველაზე დიდი მოლოდინი მაყურებელს მერილ სტრიპისადმი აქვს, რომელიც შოუში ნიკოლ კიდმანის გმირის, სელესტის დედამთილი იქნება.

ერთგულ მაყურებლებს ახალი სეზონის გამოსვლამდე ისღა დაგვრჩენია დავფიქრდეთ იმ მნიშვნელოვან ამბებზე, რომლებსაც BLL 2019 წელს შემოგვთავაზებს.

ბონის მშობლების ისტორია

როგორც ცნობილია, ახალ სეზონში დიდი დრო დაეთმობა ბონის პერსონაჟს და მის მშობლებთან ურთიერთობას. გავრცელებული ინფორმაციით, დედის როლს ფილმში თავად ზოი კრავიცის რეალური დედა, ლიზა ბონეტი შეასრულებს.

ჯეინი ახალი მეგობარი

HBO-ს პოპულარული სერიალის მეორე სეზონში ვიხილავთ კანადელ-ამერიკელ მსახიობ, დუგლას სმისტს. ის შოუში კორი ბროკფილდის როლს შეასრულებს, რომელიც ჯეინის [შეილინ ვუდლის] თანამშრომელია.

რენატას ახალი მტერი

ახალ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მასწავლებელი მიშელ პერკინსი იქნება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მასწავლებელს პრობლემები ექნება ლორა დერნის გმირთან, რენატასთან. დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს. არა?!

სრულიად განსხვავებული ისტორიები

როგორც ცნობილია, სერიალის მეორე სეზონში უფრო მეტი დრო დაეთმობა თავად პერსონაჟების ისტორიებს და არა მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას. გარდა ამისა, შოუში ვეღარ ვნახავთ კიდევ ერთ მკვლელობას.

მეტი დრო დაეთმობა სელესტეს ფსიქოთერაპევტს

სერიალის ახალ სეზონში გაცილებით მეტხანს ვიხილავთ სელესტეს პერსონაჟის ფსიქოთერაპევტს, რომლის როლსაც რობინ უეიგერტი ასრულებს.

ახალ სეზონთან დაკავშირებით ცნობილია ისიც, რომ მეორე ნაწილის რეჟისორი ანდრეა არნოლდი იქნება, რომელსაც ისეთ პროექტებზე უმუშავია როგორებიცაა - Transparent, I Love Dick და სხვები.

სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. დიდი პატარა ტყუილების მეორე სეზონში, პირველის მსგავსად, 7 სერია იქნება.