ბურჯანაძე პუტინის იმ ფორუმს დაესწრო, რომელზეც დე ფაქტო აფხაზეთს დელეგაცია ჰყავდა
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აფხაზეთის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ამ ფორუმს ოფიციალური დელეგაცია წარადგენდა. მათ შორის იყვნენ დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციისა და კულტურის მინისტრები და პარლამენტის დეპუტატი.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილ ფორუმზე თავად პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა და ისაუბრა ქალების როლზე რუსეთისა და მსოფლიოს განვითარებაში.
რუსული სახელისუფლებო გამოცემა საპარლამენტო გაზეთი წერს, რომ ფორუმის შემდეგ ბურჯანაძემ მათთან ინტერვიუში ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან საიდუმლოზე ისაუბრა. კრემლის გამოცემის ინფორმაციით, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პირადი და არაფორმალური შეხვედრები იძლევა საშუალებას პრობლემები უფრო გულწრფელად განიხილო.
მათივე ცნობით, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები საჯარო გამოსვლებში უფრო მკაცრები არიან და "ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად საუბრობს აუდიტორიასა და სამზარეულოში".
როგორც სახელისუფლებო მედია წერს, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის სამი წლის წინაც იმყოფებოდა ამ ფორუმზე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორს იმისთვის, რომ ჩატარების იდეა გაუჩნდათ.
ქართველი პოლიტიკოსისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დელეგაციის გარდა ფორუმს სტუმრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც ჰყავდა. კრემლის ინფორმაციით, ფორუმს 110 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
On.ge-ს ღონისძიებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძესთან რამდენიმე კითხვა ჰქონდა. როგორც დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურმა გვითხრა, ბურჯანაძე პეტერბურგში მომავლ კვირამდე რჩება და ამ ხნის განმავლობაში მას რამდენიმე სატელევიზიო ეთერი აქ ჩანიშნული. კონკრეტულად რომელ რუსულ ტელეარხებზე ექნება ბურჯანაძეს გამოსვლა პრესსამსახურმა ვერ დაგვიკონკრეტა.
ბურჯანაძის პირველი ვიზიტი ფორუმზე
ნინო ბურჯანაძე პუტინის მიერ ორგანიზებულ ქალთა ფორუმზე 2015 წელსაც იმყოფებოდა. 3 წლის წინ სახელისუფლებო მედია წერდა, რომ ბურჯანაძემ რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მათი ინფორმაციით, ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ურთიერთობების დალაგებისას გასათვალისწინებელია რუსეთის ინტერესები თავდაცვის საკითხებში. მათივე ინფორმაციით, ქართველმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა იგრძნოს საფრთხე საქართველოდან.
პირველ შეხვედრაზე ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ევრაზიული ქალთა ფორუმის ხელს შეუწყობდა რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებას.
ბურჯანაძის პოლიტიკა
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს საქართველოში პრორუსული პოლიტიკის მომხრედ თვლიან. თავად ამბობს, რომ არ ესმის, რატომ აღიქმება პრორუსულ ძალად და ეს კლიშეა. 2016 წლის არჩევნებზე თავის პროგრამაში ის მოსახლეობას რუსეთში ბაზრის გახსნასა და უმუშევრობის პრობლემის ასე გადაჭრას პირდებოდა.
ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ისეთივე პრეზიდენტი სჭირდება, როგორიც რუსეთისთვის პუტინია. ამავდროულად კი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურად აკრძალვას ითხოვდა.
ბურჯანძე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში მსხვერპლს აირიდებდა. ომის 10 წლისთავზე ამის შესახებ მან რუსულ სახელისუფლებო მედისათან ინტერვიუშიც ისაუბრა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მსგავსი აზრი დააფიქსირა, როდესაც თქვა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისთვის თავის არიდება შეიძლებოდა. თუმცა, როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.
შენიშვნა: მასალის თავდაპირეველი სათაური იყო - პირად შეხვედრებზე შეგიძლია პრობლემები გულწრფელად განიხილო - ბურჯანაძე პრორუსულ ფორუმზე, რაც შეიცვალა
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები