ზაზა სარალიძის აქციას პარლამენტთან ევროპული საქართველოს დეპუტატები შეუერთდნენ
ხორავას ქუჩის საქმეზე მოკლულის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას ევროპული საქართველოს დეპუტატები შეუერთდნენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერისა და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, უსამართლობა, რომელიც სარალიძეს შეემთხვა, გამოსაფხიზლებელია.
"დღეს უკვე ყველამ იცის, ვინ დააფარა მკვლელებს ხელი და ვინ გაამრუდა გამოძიება. ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ერთად, სხვადასხვა ზეწოლის ფორმები გამოვნახოთ, რომ ეს რეკომენდაციები შევასრულებინოთ", - უთხრა On.ge-ს სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძესთან ერთად აქციაზე იმყოფებიან ევროპული საქართველოს დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია და ირაკლი აბესაძე.
ზაზა სარალიძემ აქციები საქართველოს პარლამენტთან მას შემდეგ განაახლა, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიას დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი წარადგინა. მას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. ორივე მათგანი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ზაზა სარალიძემ On.ge-ს უთხრა, რომ პარლამენტის შენობასთან იმ დრომდე დარჩება იქამდე, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.
"ქართული საზოგადოება ხედავს, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი ვარ", - განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაამტკიცეს ცხრა ხმით ოთხის წინააღმდეგ. სხდომაზე კენჭი უყარეს ქართული ოცნების დასკვნასაც, რომელსაც მხოლოდ ოთხი მომხრე ჰყავდა.
ქართულმა ოცნებამ დასკვნის საკუთარი ვერსია წარადგინა იმ მიზეზით, რომ ისინი არ ეთანხმებიან ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს და მას "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებენ. სხდომის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, მხარდაჭერილი დასკვნა პარლამენტის უახლოეს ბიუროს სხდომაზე გავა.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
ამავე თემაზე: 78-გვერდიანი დოკუმენტი და 32 რეკომენდაცია — საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულად
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები