შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვა სამი ბავშვი.

უწყების ინფორმაციით, სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", — აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმე სისხლის სამსართლის კოდექსის 240-ე მუხლით იძებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.