შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ რომ რუსეთმა თუშეთში სახელმწიფო საზღვარი გადმოწია სიმართლეს არ შეესაბამება.

ანტიოკუპაციური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა მესაზღვრებმა თუშეთში, სოფელ დიკლოსთან საზღვარი გადმოწიეს და ხეობა მიიტაცეს. მათივე თქმით, ქართველ მესაზღვრეებს ადგილზე არ უშვებდნენ.

უწყების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ასრულებენ მოვალეობებს.