გიორგი მარგველაშვილი

20 Jul. 2018, 20:58

პასუხის არ გაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას... ბუნებრივია, ყველაზე მეტად [ქართულ ოცნებაში] აწყობთ, რომ ვთქვა - არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ.

რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობის დროს, უფრო რბილი იქნება, უფრო "ჭკვიანი" იქნება, აქ [პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია] იმ კანდიდატს ვერაფრის დიდებით ვერ ნახავთ, ექსკურსიაზე თუ მოიყვანთ, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება. თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება, ისეთი შეარჩიონ, ესეც ვერ მოახერხოს.

ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში ასეთს ვერ დააყენებენ. მე ვეხმარები მათ, ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, იპოვონ ისეთი თავის რიგებში მოიგებს თუ წააგებს ღირსებით იქნება სავსე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  4. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  5. ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ