გიორგი მარგველაშვილი

14 Jul. 2018, 18:15

როგორ შეიძლება იმდენად არ სცემდე შენს მოქალაქეებს პატივს, რომ მათ არ აუხსნა შენი ნაბიჯი. შენ ხომ მათ მიერ დაქირავებული ადამიანი ხარ. შენ ხომ მათ ემსახურები და არა ვიღაცა სხვას.

კვირიკაშვილთან მიმართებაში კიდევ სხვა დეტალებია, უცებ პოლიტ საბჭოდანაც გაქრა. იცით რაშია საქმე? მე კვირიკაშვილთან ვმუშაობდი, როგორც პარტნიორი და მე ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერში ერთმანეთს ვეთანხმებოდით, მაგრამ მე ვიცოდი და ვიცი, როგორც უნდა ვიმუშავო. და უცებ თქმა, რომ გუნდმა [ასე გადაწყვიტა], რომელ გუნდზეა ლაპარაკი? გუნდზე, რომელიც პატივს არ სცემს არც პრემიერს, არც მოქალაქეებს, უთხრას რატომ წავიდა პრემიერი. გუნდი, რომელიც მეორე დღეს ერთი ადამიანიც არ გამოესარჩლება იმ ადამიანის [გიორგი კვირიკაშვილი] სახელს და იმ ადამიანის ღვაწლს.

აბა, აქამდე ამოეღო ვინმეს ხმა კვირიკაშვილი რომ რაღაცას იტყოდა, აბა სხვანაირად გეთქვა რამე, "კვირიკაშვილის ეფექტი" და "კვირიკაშვილი გუნდის ლიდერია". ერთ დღეში პოლიტსაბჭოდან გააქრეს და იმას ვინც ამას აკეთებს გუნდს ეძახიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  3. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა
  4. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  5. როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს? — გარემოს ეროვნული სააგენტო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ აღნიშნავენ ოჯახის დღეს რუსეთში — იხილეთ რობოტების ქორწილი

რობოტები სულ უფრო და უფრო დიდ როლს ასრულებენ სახლებში, სამუშაო ადგილებსა თუ საზოგადოებრივ სივრცეებში, თუმცა მოსკოვში…