საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებულია კონდიციონერები, რომლის შესყიდვაზეც ნებართვა ჯერ არ არსებობს
საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებულია კონდიციონერები, რომლის შესყიდვაზეც ნებართვა ჯერ არ არსებობს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს ნებართვის მისაღებად 29 ივნისს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საფუძველი, რომლითაც უწყება კონდიციონერების ყიდვას აპირებს მის წინსწრებით შესყიდვას გამორიცხავს.
"შესყიდვის საფუძვლად მითითებულია ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის პუნქტების შესაბამისად, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება სააგენტოს თანხმობამდე განახორციელოს შესყიდვა და გააფორმოს ხელშეკრულება", - განმარტა საიას პროექტების კოორდინატორმა, სალომე საგანელიძემ On.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, ერთადერთი გამონაკლისი ის შემთხვევაა, როცა შესყიდვის საფუძვლად მითითებულია: "შეთანხმება გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ". თუმცა ამ შემთხვევაში უწყებას შესყიდვების სააგენტოსთვის მსგავსი საფუძვლით არ მიუმართავს.
განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ კონდიციონერების ნაწილი საგამოცდო ცენტრებში უკვე დამონტაჟებულია. განათლების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია ამბობს, რომ პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის დროსაც მისი გადაუდებელი საჭიროება გამოჩნდა.
"არსებობს გადაუდებელი საკითხის ორი ფორმა: გაკეთება და აღიარება და მოთხოვნის წარდგენა და შემდეგ დასტურის მიღება. ჩვენ სპეციფიკის გათვალისწინებით ორივე რეჟიმი გვაქვს - ნაწილი გვაქვს აღიარებაზე, ნაწილი შეთანხმებაზე. რადგან მთავრობის სხდომაზე იყო ეს საკითხი დაყენებული", - განუცხადა On.ge-ს განათლების მინისტრის მოადგილემ.
უწყება 21 საგამოცდო ცენტრისთვის 900 ცალი კონდიციონერისთვის 2 000 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ამ საკითხზე On.ge შესყიდვების სააგენტოდან ელოდება პასუხს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო. განათლების სამინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 5 ივლისს ჩათვლით გამოცდები დღის პირველ ნახევარში ჩატარდება. გრაფიკის ცვლილების მიზეზად მურღულიამ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა დაასახელა.
თავდაპირველი ინფორმაციით, კონდინციონერები მხოლოდ რუსთავში იქნებოდა, პრემიერის საყვედურის შემდეგ მურღულიამ განაცხადა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში მობილური კონდიციონერების შეტანა იგეგმება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები