ამბებად მოყოლილი საქართველოს ალტერნატიული ისტორია
მწერალ გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნის "საქართველოს ალტერნატიული რუკა" პრეზენტაცია მეტრო უნივერსიტეტში ღამის პირველ საათზე გაიმართა. ეს ერთგვარი ამოვარდნა იყო უკვე დამკვიდრებული ფორმატიდან, რომელშიც მკითხველები და მწერლები რომელიმე ვინტაჟურ კაფეში იკრიბებიან და ღვინოს წრუპავენ ხოლმე.
ამჯერად პრეზენტაციაზე მისულმა სტუმრებმა მეტროს უცნობი მხარეც დაინახეს და გვირაბებშიც იარეს და თუ რატომ - ამის გასაგებად, წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
მანამდე კი, უბრალოდ მოგიყვებით ზუსტად იმას, რაც თქვენი ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად საკმარისია.
"საქართველოს ალტერნატიული რუკა" პირველი ტურისტული რუკაა წიგნის სახით და პირველი ინტერაქციული რომანი, რომელშიც მკითხველს მოგზაურის გარდა, თანაავტორის როლის მორგებაც შეუძლია.
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ფურცლებზე დატანილია QR კოდები, რომელთა სკანირების შემდეგ წინ შთამბეჭდავი ვიზუალური მასალა გადაგეშლებათ. რაც შეეხება შინაარსს - თავად ავტორი, რომელსაც უკვე 12 წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ საქმე ცრუ დოკუმენტალისტიკასთან გვაქვს. გურამ მეგრელიშვილი გვიყვება საქართველოზე, რომელიც არ არსებობს, მაგრამ ხელისგაწვდენაზეა. გვაჩვენებს იმას, რაც არ მომხდარა, მაგრამ შეიძლება მომხდარიყო. ლიტერატურის მიზანიც ხომ ფართო გაგებით - სწორედ ესაა.
წიგნი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარებულ ამბებზე მოგვითხრობს და მასში სიუჟეტი საქართველოს ყველა კუთხეში ვითარდება. მკითხველი სრულად ეფლობა 114 პერსონაჟის ისტორიაში, რომელსაც მწერალი მიზანმიმართული იუმორით აცოცხლებს. სამოქმედო არეალიც წინასწარვე განსაზღვრულია და მოქმედებაც. სიუჟეტი, მართალია ფრაგმენტულად და მრავალმხრივად, მაგრამ მაინც ერთი კონკრეტული საწყისი წერტილის გარშემო ვითარდება.
გურამ მეგრელიშვილის მიერ დახატული ალტერნატიული საქართველო, წარმოსახვითია, მაგრამ ამავე დროს - დამაჯერებელი. სახელები და გვარები, რომლებიც ქართველთა დიდ ნაწილისთვის ბუნებრივად ჟღერს, ამ გამოგონილი სამყაროსკენ ხიდად გვევლინებიან.
ზესტაფონს ბორის აკუნინი სტუმრობს, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის როლი კი გიორგი კეკელიძეს მოურგია. აქ ნახავთ საუნივერსიტეტო ქალაქ ჭიათურასა და ლას-ვეგასად ქცეულ ჯანდარას, ტექნოლოგიური მიღწეევების ცენტრ ლანჩხუთსა და სამეცნიერო ლაბორატორიას, რომელიც ხვამლის მთაზე აუშენებიათ. შეგიძლიათ გონებით ხაშურის დისნეილენდს ეწვიოთ, ან სულაც სვანეთში შეიაროთ ფოლკლორიადაზე. აქ საზღვრები არ არსებობს და კუთხიდან კუთხეში გადასანაცვლებლად რამდენიმესაათიანი მგზავრობაც არ გჭირდებათ.
კიდევ ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, თავად რამდენად ჩაერთვებით ამ ლიტერატურულ-ისტორიულ ავანტიურაში, რომელსაც ხელში წიგნის სახით ჩაიგდებთ.
ბოლოს და ბოლოს, ალტერნატიული საქართველოს სცენარი ხომ ყველა ჩვენგანს გვაქვს და თითოეული მათგანი იმდენადვე საინტერესოა, რამდენადაც - თავად გურამ მეგრელიშვილის.
ნახეთ ვიდეო, რომელშიც დათო ტურაშვილი შაბათის შუადღეში ამ წიგნზე საუბრობს
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები