ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა. როგორც პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ფეისბუქზე წერს, მუშები "საწარმოო" პროცესის დროს მიღებული დაზიანებებით არ დაღუპულან.

"დაღუპულები არიან გიშრის მოპოვების ღია კარიერებზე. ვარკვევთ კომპანიის სახელწოდებას", - წერს ლეჟავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტყიბულში ორი მუშის გარდაცვალებას ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, უსაფრთხოების წესის დარღვევა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტყიბულის შახტებში მუშები საწარმოო პროცესში მუდმივად იღუპებიან. მუშები ყოველთვის იქ არარსებულ უსაფრთხოების ნორმებზე საუბრობენ.