დაგვაბრუნეთ ტატამზე - ძიუდოისტები ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ
ქართველი ძიუდოისტები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ ძიუდოისტებმა საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადეს.
ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შეუძლიათ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებობს და ამ სპორტის განვითარებას ხელს უშლის.
"დატოვოს თანამდებობა ქევხიშვილმა და სპორტმენებს ვარჯიშის საშუალება მოგვცეს. ჩემთვის ეს ადგილი, სადაც ახლა ვდგავარ, არის უცნაური, უხერხულად ვგრძნობ თავს. ეს ჩვენი ადგილი და ჩვენი ფორმატი არ არის. ჩვენი ფორმატი არის ის, რითაც თქვენ შეიყვარეთ ძიუდო. ჩვენი მიზანი თანამდებობის დაკავება არ არის. ჩვენი მიზანია, რომ მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი და გაგახაროთ", - განაცხადა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანი.
აქციის მონაწილეების თქმით, ძიუდოისტების აქცია პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია და მათი მიზანია დაბრუნდეს ფედერაციაში ის სიყვარული, რაც ადრე არსებობდა. იყოს დაცული ძიუდოისტების უფლებები და არ იყოს ქცეული კერძო ბიზნესად.
ძიუდოისტებს სოლიდარობას უცხადებენ სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან. ამის დამადასტურებელი ვიდეო ძიუდოისტებმა აქციაზე აჩვენეს.
ძიუდოისტების პროტესტი
ძიუდოს ნაკრების რამდენიმე წევრი, გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზს, ერთი მხრივ, ნაკრების წარუმატებლობასა და მეორე მხრივ, ფედერაციაში არსებულ მძიმე და უსიამოვნო სიტუაციას უკავშირებენ.
სპორტსმენები აცხადებენ, რომ თუ დავით ქევხიშვილი არ გადადგება, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც ქევხიშვილის ამბობს, ის გადადგომას არ აპირებს.
აპრილის ბოლოს ევროპის ჩემპიონატიდან უმედლოდ დაბრუნების შემდეგ ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ცირეკიძემ გუნდი დატოვა, გადადგა მთელი სამწვრთნელო შტაბი.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემის შესასწავლად სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია შეიქმნა. მისივე განმარტებით, კომისიამ უკვე გამოითხოვა ფედერაციიდან ინფორმაცია და მისი შესწავლის შემდეგ შედეგები გასაჯაროვდება.
10 მაისს ხმაურით ჩაიარა ძიუდოს ფედერაციის ყრილობამ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განმარტებით, მან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი რატომ უნდა გადადგეს. მისივე თქმით, ულტიმატუმების გზით პროცესის წაყვანა არ შეიძლება და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
კომენტარები