რ2: იუსტიციის სამინისტრო ევროსასამართლოსგან წილების გასხვისების შეზღუდვის მოხსნას ითხოვს
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოსგან ტელეკომპანიის წილების გასხვისებაზე შეზღუდვის მოხსნა ითხოვა. ამის შესახებ მურადაშვილმა On.ge-ს სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ განუცხადა.
"იმ არგუმენტით ითხოვენ, რომ ეს დროებითი ღონისძიება ლახავს საქართველოს სასამართლოს იმიჯს, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და მანამდე არ იყო გამოყენებული. მიაჩნიათ, რომ ეს ღონისძიება ლახავს კომპანიის კანონიერი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლებას", - ამბობს მურადაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არხზე დადებული ყადაღა არ აფერხებს მუშაობის პროცესსა და წილებთან დაკავშირებით სასამართლომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, როგორც არხის იურისტი აღნიშნავს, საქართველომ ევროსასამართლოს აცნობა, რომ არხის წილებთან დაკავშირებით პოლიტიკურად მოტივირებული დავა არ არსებობდა და პირიქით, რუსთავი 2 ესხმოდა სასამართლოს თავს.
მურადაშვილი ამბობს, რომ არხის მიკერძოებულობის მაგალითებად საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული საქართველოსა და არხის ყოფილი ჟურნალისტის, აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებები მოიყვანეს. ევროპულმა საქართველომ რუსთავი 2 არასწორი ინფორმაციის გაშუქებაში დაადანაშაულა, აკაკი გოგიჩაიშვილმა კი - სიუჟეტების დაბლოკვაში.
ამ საკითხზე On.ge საქართველოს იუსტიციის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე არავის სურს საუბარი.
რუსთავი 2-ის საქმე
2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. წინა დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
დეკემბერში სასამართლომ რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების საქმის დასაშვებობაზე მსჯელობა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლო თითოეულ მომჩივანთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას კითხვებს უსვამდა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე საკუთარი პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 28 მარტს წარუდგინა.
რუსთავი 2-ის საქმის შესახებ მეტი გაიგეთ აქ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები