ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მოსახლეობა 2017 წელს უწყლოდ შეხვდა, რაც 10 დღე გაგრძელდა. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი ძლიერი ყინვა იყო. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მიიტანა, ხოლო დანარჩენ ნაწილს წყალმომარაგების კომპანიამ ავზებით მიაწოდა წყალი.

"ადგილობრივების განმარტებით, "ცისტერნებით" მიტანილი წყალი საკმარისი არ იყო. გარდა ამისა, წყალმომარაგების კომპანიის მანქანა ქალაქის ცენტრში გაჩერდება, მოქალაქეებმა კი სახლამდე წყლის მიტანა –12 გრადუს ყინვაში თავად უზრუნველყვეს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არ უარყოფს, რომ ვალეში არსებული წყალმომარაგების სისტემა კვლავ პრობლემურია და ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას საჭიროებს.