ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" 100%-იანი წილის მართვის უფლებით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ განკარგულება ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 18 დეკემბერს გამოსცა.
"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება", — წერია განკარგულებაში, რომელსაც ხელს კობახიძე აწერს.
შეგახსენებთ, 2020 წლის დასაწყისში ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" წყვეტდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას. მიზეზად დასახელდა ის, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. თუმცა, კონსორციუმის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სტრატეგიული პორტის მშენებლობა მიზანმიმართულად ჩაიშალა გეოპოლიტიკური მიზეზებით.
სწორედ ხელშეკრულების ჩაშლის შემდეგ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.
BM.ge-ს ინფორმაციით, 2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი შარშან მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო. პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
- მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა
- გრიგოლ გეგელია: სავალალოა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად
- ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა
- ჰელსინკის კომისია: შეშფოთებულები ვართ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის კონტროლი გადასცეს აშშ-ისგან სანქცირებულ ჩინურ კომპანიას
- მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტისგან ჩინური კომპანიის ჩამოშორებას გეგმავს
- ირაკლი კუპრაძე: არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი, მაგრამ ასევე არ დააკმაყოფილა "ოცნების" მხრიდან შეტანილი შესაგებელი
- საარბიტრაჟო სასამართლომ, ანაკლიის პორტზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
- TI: ხელისუფლება ანაკლიის პორტს კორუფციული სკანდალებით ცნობილ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას ააშენებინებს
- "ჩინურ კონსორციუმს უხარისხო მშენებლობის, შრომითი ექსპლუატაციის, გარემოს დაბინძურების, კორუფციის დიდი გამოცდილება აქვს" — კუპრაძე
- ანაკლიის პორტის ინვესტორის კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები