არჩილ გორდულაძე

24 Dec. 2025, 15:15

არჩილ გორდულაძე: "რატომ იზრდება ფასები როდესაც, ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვა ქვეყანაში ღირს გაცილებით უფრო იაფი, რამდენჯერმე უფრო იაფიც კი, მაშინ როდესაც იქ, კონკრეტულ ქვეყანაში, უფრო ძვირია მუშახელის დაქირავებაც, ტრანსპორტირებაც და მაგალითად, გასაყიდი ადგილების ქირაობაც, ხოლო საქართველოში ამ კუთხით ფასების ნაკლებობის მიუხედავად, ფასები იზრდება კონკრეტულ პროდუქტებზე და ეს არის ის პროდუქტები, რომელსაც თითოეული მოქალაქე მოვიხმართ ყოველდღიურად.

მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ხედავს და როგორ უსმენს მოქმედი ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი ხალხში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისი რეაგირებებიც არის. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც შექმნის შესაბამის კომისიას".

— განაცხადა "ოცნების" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც სასურსათო პროდუქტების ფასებს ეხება, სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, შეისწავლონ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის რეგიონის…