სომხეთი რუსეთს სთხოვს, ნახიჩევანისა და თურქეთის მიმართულებით რკინიგზა სასწრაფოდ აღადგინოს
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს, რომელიც სომხეთის რკინიგზებს მართავს, სთხოვა ნახიჩევანის აზერბაიჯანულ ექსკლავსა და თურქეთის საზღვართან მიმდებარე სარკინიგზო მონაკვეთების სრულად აღდგენა "სასწრაფოდ განიხილოს".
"მგონია, რომ უახლოეს მომავალში იგივე საკითხს იჯევან–ყაზახის მონაკვეთთან დაკავშირებითაც დავსვამ, რადგან ვფიქრობ, ამ მონაკვეთის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენის გადაუდებელი საჭიროებაც არსებობს", — განაცხადა ფაშინიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი მის მოთხოვნას სწრაფად შეასრულებს.
ყველა აღნიშნული მონაკვეთი სომხეთის სამხრეთ ნაწილს, სადაც ე.წ. ტრამპის მარშრუტმა უნდა გაიაროს გამორიცხავს. თუმცა ამ მონაკვეთების გახსნა ფაშინიანის მთავრობის მიერ შემუშავებული "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტის ნაწილია.
საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი (Trump Route for International Peace and Prosperity — TRIPP), რომელიც უფრო უკეთ უბრალოდ ტრამპის მარშრუტის სახელით არის ცნობილი, აგვისტოში ვაშინგტონში გამართულ სამიტზე გამოცხადდა და მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანის მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დაკავშირებას.
ამ კვირის დასაწყისში რუსეთმა, რომელიც ვაშინგტონის სამიტზე მიღებული შეთანხმებების მიღმა დარჩა განაცხადა, რომ მზად არის სომხეთთან ერთად ტრამპის მარშრუტში შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების საკითხებზე პასუხისმგებელი მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ კალუგინის თქმით, ამისთვის "საკმარისი საფუძვლები არსებობს".
კალუგინმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა "სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე", რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია "რუსეთის რკინიგზების" შვილობილი საწარმოა და "ფლობს კონცესიას სომხეთის სარკინიგზო ქსელის მართვაზე".
2008 წელს 30-წლიანი კონცესიის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც სომხეთის სარკინიგზო სისტემის "რუსეთის რკინიგზის" მიერ დაარსებული "სამხრეთ კავკასიის რკინიგზისთვის" გადაცემას ითვალისწინებდა.
კალუგინმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის მარშრუტი სომხეთის სამხრეთ ნაწილზე გაივლის, სადაც სომხეთ–ირანის საზღვრის გასწვრივ რუსი მესაზღვრეები არიან განთავსებული.
ხუთშაბათს, ტრამპის მარშრუტში რუსეთის შესაძლო ჩართულობაზე საუბრისას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროექტი აშშ-სთან ორმხრივია და დასძინა, რომ "ნებისმიერი მესამე მხარის მონაწილეობა შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში".
ფაშინიანი ასევე გამოეხმაურა "სამხრეთ კავკასიის რკინიგზის" მიერ გამოთქმულ მზადყოფნას, რომ ადმინისტრაციიდან სომხეთს გადასცეს მხოლოდ მეგრის სარკინიგზო მონაკვეთი, სადაც, სავარაუდოდ, ტრამპის მარშრუტმა უნდა გაიაროს, და აღნიშნა, რომ ეს "გაუგებრობა" იყო.
"[მეგრის სარკინიგზო] მონაკვეთი არ არის რუსეთის მმართველობის ქვეშ, რომ სომხეთს გადმოეცეს. ეს სომხეთის სუვერენული ტერიტორიაა და ჩვენ ამ სუვერენული ტერიტორიის მართვა არავისთვის არ გადაგვიცია. იქ საერთოდ არ არსებობს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვინმეს უნდა ემართა", — განაცხადა ფაშინიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია, როდის დაიწყებს ტრამპის მარშრუტი ფუნქციონირებას, ხუთშაბათს ვაშინგტონის სამიტის შედეგების მხარდასაჭერად შექმნილი სომხეთ–აშშ-ის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, — განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
დეკემბრის დასაწყისში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კომპანია TRIPP, რომელიც სომხეთში დარეგისტრირდება, მიიღებს "უფლებას განავითაროს სარკინიგზო, საავტომობილო, ნავთობისა და გაზის მილსადენების, ასევე ბოჭკოვანი-ოპტიკური კომუნიკაციების საჭირო ინფრასტრუქტურა".
მან ასევე დაამატა, რომ TRIPP-ის განხორციელების ზოგად პირობებზე "ინტენსიური მოლაპარაკებები" მიმდინარეობს და რომ პროექტის რეალიზაციისა და მშენებლობის ეტაპი "შესაძლოა მომავალი წლიდან დაიწყოს".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები