"მაწვნის საიდუმლო" ანუ რატომ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები ჯანსაღი ცხოვრების გურუები დღეს
ფოტო: AI: Nano Banana/On.ge
ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ყველაზე ხშირად და თითქმის ყველასგან ვისმენთ — ექიმებისგან, ინფლუენსერებისგან, ტრენერებისგან და ოჯახის წევრებისგან. ზოგჯერ იმ აბეზარი მეზობლისგანაც კი, ჩვენი მომატებული ორი კილო რომ არასდროს ეპარება და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით, ყოველთვის უტაქტოდ აღნიშნავს ხოლმე ამას. მკითხველებს რეკომენდაციებს ჩვენც ხშირად გიზიარებთ.
რჩევების იმ ზღვაში, ლამისაა რომ დაგვახრჩოს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიკრობიომს — ნაწლავებში არსებულ ტრილიონობით ბაქტერიას. მეცნიერები მას "მეორე ტვინსაც" კი უწოდებენ და მის პირდაპირ კავშირს იმუნიტეტთან, კანის მდგომარეობასთან თუ გუნება-განწყობასთან ხშირად უსვამენ ხაზს.
მოკლედ რომ ავხსნათ, მიკრობიომი შინაგანი ეკოსისტემაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ბაქტერიები მხოლოდ საჭმლის მონელებაში კი არ გვეხმარებიან, იმასაც აკონტროლებენ, რამდენად ძლიერი იქნება ორგანიზმის პასუხი ვირუსებზე ან რამდენად მშვიდად ვიგრძნობთ თავს სტრესულ სიტუაციაში. ასე რომ, დიდად საჭირო და გამოსადეგი რამეა!
ფოტო: Freepik
როგორც კი ჯანმრთელი ნაწლავის მნიშვნელობა გავიაზრეთ, აფთიაქებისა და მაღაზიების დახლებზე მალევე გამრავლდა საკვები დანამატები და პრობიოტიკებით "მდიდარი" პროდუქტი. სოციალურ ქსელებშიც უხვად გამოჩნდა ხასხასა მწვანე "სმუზების" რეცეპტები. არადა, ჯანმრთელობის ამ საიდუმლოს დიდი ხნის წინ მიაგნეს ჩვენმა წინაპრებმა. სანამ თანამედროვე ლაბორატორიები ამ ბაქტერიების მნიშვნელობას დაამტკიცებდნენ, ჩვენი ბებო-ბაბუები და მათი ბებო-ბაბუებიც ინტუიციით ხვდებოდნენ, რა სჭირდებოდა მათ ორგანიზმს.
ფოტო: RevolutionFermentation
კი — მაწონი! ის ბაქტერიების იმ უნიკალურ შტამებს შეიცავს, რომლებიც ჩვენს ბიოლოგიასთან იდეალურადაა თავსებადი. გინახავთ, ალბათ, როგორ ურევენ ოდნავ შემთბარ რძეს მაწვნის დედას და მერე საგულდაგულოდ ფუთავენ პლედით — სწორედ მაგ დროს გადის მაწონი ფერმენტაციის იმ პროცესს, რომელიც სხეულისთვის ცილისა და ვიტამინების ათვისებას გაცილებით აადვილებს. მეტსაც გეტყვით: მაწონს ხან ნივრით (ბუნებრივი ანტიბიოტიკი), ნიგვზით (ჯანსაღი ცხიმი) ან მწვანილით რომ აზავებდნენ, ეს მხოლოდ გემოვნების საკითხი არ იყო.
ამიტომ, სულ გვახსოვდეს, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე ახლობელი და ეფექტიანი პრობიოტიკი, შესაძლოა, სულ ახლოს, სამზარეულოში გველოდებოდეს — თანაც დატესტილი და დამტკიცებული!
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
კომენტარები