საფონდო ბირჟები ჩამოიშალა - შავი ორშაბათი რუსეთში
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ის პარტნიორ JAMnews-ზე.
აშშ-მ რუსი ბიზნესმენებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს აამოქმედა. სულ რაღაც 3 დღე გავიდა, მაგრამ რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს მილიარდები.
აშშ-ის პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. ასევე სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები და რადენიმე კომპანია.
ორშაბათის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "ეს რაღაც ახალი მოვლენაა", რომელიც უპრეცედენტოა თავისი "უკანონობის მასშტაბებით" და რომ "რუსეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ დანაკარგები რაც შეიძლება მინიმალური იყოს".
თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას ბევრი არაფერი გამოსდის.
ამერიკული ჟურნალი ფორბსი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ითვლის, წერს, რომ ახალი სანქციების მონაწილე რუსმა ბიზნესმენებმა მხოლოდ ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, საერთო ჯამში სამი მილიარდი დოლარი დაკარგეს. ხოლო ზოგადად, ფორბსის სიაში შემავალმა ყველა რუსმა ოლიგარქმა ერთად (მათი ჩათვლით, ვისაც სანქციები არ შეეხო) საერთო ჯამში 14 მილიარდი დოლარი დაკარგა.
მოსკოვის ბირჟა ჩამოიშალა, წერს BBC. დაეცა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა - გაზპრომი, სბერბანკი, ლუკოილი, როსნეფტი, ნორილსკი ნიკელი.
რუსული კომპანიები უფასურდება ლონდონში – დაეცა ლუკოილის, როსნეფტის, სურგუტნეფტეგაზის და სხვა უმსხვილესი კომპანიების აქციები.
კრიზისი შეეხო რიგით მოქალაქეებსაც - ორშაბათს დოლართან და ევროსთან მიმართებაში სწრაფი გაუფასურება დაიწყო რუსულმა რუბლმა.
ანალიტიკოსების აზრით, ამ კრიზისის მიზეზი ის არის, რომ ინვესტორები, რომლებიც შეშინდნენ აშშ-ს სანქციებით, კონტრაქტებს წყვეტენ რუსულ კომპანიებთან, ამიტომ ამ კომპანიების აქციები ეცემა.
აშშ ითხოვს, რომ 5 ივნისამდე ყველა ინვესტორმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს 12 რუსულ კომპანიასთან, რომლებსაც რუსი ოლიგარქები – ოლეგ დერიპასკა, ვიქტორ ვექსელბერგი, იგორ როტენბერგი და კირილ შამალოვი აკონტროლებენ.
ეს გაფრთხილება ეხება არა მარტო აშშ-ს მოქალაქეებს და ამერიკულ კომპანიებს, არამედ ყველა პარტნიორს და ინვესტორს მესამე ქვეყნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ იმუქრება, რომ სანქციები გავრცელდება მათზეც.
ექსპერტები მიიჩნევენ, აშშ-ს სანქციები არასდროს ყოფილა ასეთი მტკივნეული რუსეთისთვის, რადგან ამჯერად ისინი რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შეეხო. მათ აღარ შეუშვებენ აშშ-ს ტერიტორიაზე, გაუყინეს ამერიკაში ყველა აქტივი, შეეზღუდათ წვდომა ამერიკულ ბანკებთან. მხოლოდ ერთმა ოლიგარქმა – ოლეგ დერიპასკამ, ფორბსის ინფორმაციით, 9 აპრილს დილისთვის 1,3 მილიარდი დოლარი დაკარგა.
დერიპასკა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია. რამდენიმე თვის წინ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გამოძიება ჩაატარა, სადაც იგი დერიპასკას და კრემლს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები