3 წიგნი სტამბოლზე, რომელიც შეგიძლიათ ქართულად წაიკითხოთ
ვინ გაბედავს კონსტანტინოპოლის აღწერას?! - ამ კითხვით იწყებს იტალიელი მწერალი ედმონდო დე ამიცისი საკუთარ წიგნ "კონსტანტინოპოლს", რომელიც 1877 წელს დაიბეჭდა. სტამბოლი მართლაც მოუხელთებელი ქალაქია, თუმცა თუ ვინმეს გამოსდის მისი ქუჩების ფურცლებზე გადმოტანა, ეს თავად თურქი მწერლები არიან. მათი რომანები სავსეა სტამბოლის ატმოსფეროთი, პერსონაჟები კი ქალაქს ისე შეზრდიან, რომ მათი ქალაქისგან განცალკევება შეუძლებელი ხდება.
თუ სტამბოლში უკვე ნამყოფი ხართ და ეს ქალაქი თავდავიწყებით შეგიყვარდათ, ან - არ ხართ ნამყოფი, მაგრამ ლიტერატურულ თუ რეალურ მოგზაურობაზე უარს არ იტყოდით, ეს წიგნები აუცილებლად დაგაინტერესებთ. სამივე მათგანის წაკითხვა ქართულ ენაზე შეგიძლიათ.
1. ორჰან ფამუქი, თოვლი, 2003
წიგნში ნობელის პრემიის ლაურეატი საკუთარი ახალგაზრდობისდროინდელ სტამბოლს იხსენებს. შავ-თეთრი ფოტოები მხოლოდ ამძაფრებს მელანქოლიას, რომელიც ამბის პარალელურად, მთელ რომანს გასდევს.
"ეს რომანიც პოსტმოდერნისტულია. მე არ გეუბნებით - აი, სიმართლე, აი, რეალობა-მეთქი. მე ვწერ იმას, რაც უბრალოდ სარკეში ირეკლება და როგორც შემიძლია, ვკამათობ ამაზე", - ამბობს ფამუქი.
"თოვლი" 2004 წელს ნიუ-იორკ ტაიმსმა ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელა.
2. აჰმეთ ჰამდი თანფინარი, სიმშვიდე, 1949
"სიმშვიდე" დიდი თურქი მწერლის, აჰმედ ჰამდი თანფინარის მთავარი რომანია. ეს არის ამბავი სტამბოლელ ბიჭზე, რომელიც აღმოსავლურ-დასავლური ცივილიზაციების მიჯნაზე საკუთარ თავს ეძებს. თანფინარმა თურქულ ლიტერატურაში პირველმა წამოჭრა თემები, რომლებმაც ორჰან ფამუქს მოგვიანებით მსოფლიო აღიარება მოუტანა. ფამუქი ამ ფაქტს არც მალავს და თანფინარს თავის საყვარელ მწერალს უწოდებს.
თუ ამ მწერლის შესახებ მეტის გაგება გსურთ, შეგიძლიათ "შაბათის შუადღეში" ნენე კვინიკაძის წარდგენას მოუსმინოთ მე-40 წუთიდან.
3. ელიფ შაფაქი, სტამბოლელი ნაბიჭვარი, 2006
ელიფ შაფაქის რომანს გამოსვლისთანავე ორაზროვანი შეფასებები მოჰყვა. მწერალს სომხების გენოციდის აღწერის გამო თურქების შეურაცხყოფა დააბრალეს და ციხითაც კი დაემუქრნენ. საბედნიეროდ, სკანდალი მშვიდობიანად ჩაწყნარდა, "სტამბოლელი ნაბიჭვარი" კი ბესტსელერი გახდა.
რომანში მოქმედება ორ რადიკალურად განსხვავებულ ადგილას, კალიფორნიასა და სტამბოლში ვითარდება. ჩახლართული ოჯახური ამბების მიღმა, თურქეთის ისტორია მკვეთრ ფერებს იძენს და თურქების მიერ განგებ მივიწყებულ სისხლიან მოვლენებსაც ფარდა ეხდება.
მართალია, ელიფ შაფაქი ზემოთჩამოთვლილ მწერლებთან ახლოსაც ვერ მოვა, მაგრამ ამ წიგნის კითხვის პროცესში მაინც ცხადად გაიგონებთ ტაქსიმის გუგუნსა და აყაყანებული ქუჩების ხმას. აქ ჯინები და ამერიკული შოუების თურქული ვერსიები ჰარმონიულად თანაარსებობენ, კულტურები კი მუდმივად კვეთენ ერთმანეთს. ელიფ შაფაქის გახმაურებული რომანი ისეთივე გადატვირთული და ცოცხალია, როგორიც - თავად სტამბოლი.
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები